საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ, თიბისი ლიზინგისა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) 10 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზით პარტნიორობის განახლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
პარტნიორობის მიზანი გრძელვადიანი დაფინანსების შეთავაზებაა მცირე, საშუალო და მიკრო საწარმოებისთვის (MSME), რაც გააძლიერებს მათ საინვესტიციო შესაძლებლობებს ინოვაციურობისა და მდგრადობის მიმართულებით.
BSTDB-ის მიერ გამოყოფილი სახსრები გამოყენებული იქნება ადგილობრივი მცირე, საშუალო და მიკრო საწარმოებისთვის დანადგარებისა და კომერციული აღჭურვილობის ლიზინგით დასაფინანსებლად, რაც ბიზნესებს საშუალებას მისცემს განაახლონ საწარმოო ხაზები და გააუმჯობესონ კონკურენტუნარიანობა. აღნიშნული რესურსი მიმართული იქნება კერძო სექტორის ზრდისა და ფინანსური ინკლუზიურობის ხელშეწყობისკენ.
ნინო ჯელაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკსა (BSTDB) და თიბისი ლიზინგს შორის განახლებულ პარტნიორობას, რომელიც გამოხატავს BSTDB-ის ნდობას საქართველოს ფინანსური სისტემის მიმართ და მის მტკიცე მხარდაჭერას კერძო სექტორისა და ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისადმი.
მისივე თქმით, ეს პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან გრძელვადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს სექტორისთვის, რომელიც საქართველოს ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენს.
„მოდერნიზებული საწარმოო ტექნიკის ლიზინგის დაფინანსება დაეხმარება ქართულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს გააფართოონ თავიანთი საქმიანობა, განაახლონ ინფრასტრუქტურა და გააძლიერონ ოპერაციული მდგრადობა, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლების ზრდას. აღნიშნული სექტორი გადამწყვეტ როლს ასრულებს დასაქმების, ინოვაციების და რეგიონული კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფაში. საქართველოს ეროვნული ბანკი ულოცავს ორივე პარტნიორს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და წარმატებებს უსურვებს პროექტის განხორციელებაში“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.
BSTDB-სა და თიბისი ლიზინგს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს BSTDB-ის ნდობის გამოხატულებას თიბისი ლიზინგის ძლიერი საბაზრო პოზიციის, რისკების გონივრული მართვისა და ქვეყნის MSME სექტორის განვითარების მიმართულებით მისი მნიშვნელოვანი გავლენისადმი.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკისა და თიბისი ლიზინგის განახლებული პარტნიორობა საქართველოს ფინანსური სისტემის მიმართ BSTDB-ის ნდობას გამოხატავს
2026 წლის იანვარ-მარტში „ოცნებას“ 73-მა შემომწირველმა 2.6 მილიონი ლარი გადაურიცხა - TI
საქართველოს მთავრობის ბრალია, რომ დღეს არის მშვიდობა ამ ქვეყანაში, რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს - მამუკა მდინარაძე
ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა - ჰერჩინსკი
ევროპა ჩვენთვის ყოველთვის იყო განსაკუთრებული ღირებულება - იმედია, ევროპა კვლავაც დაადგება კეთილდღეობის ზრდის გზას - ირაკლი კობახიძე
ბატონი ჰერჩინსკი ყველაფერს აკეთებდა ამ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ გაეფუჭებინა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის - ირაკლი კობახიძე