საქართველოში პირველად, 14-15 ოქტომბერს, თბილისში, ვიანმა ჯანმრთელობაზე ზრუნვის საერთაშორისო სამიტი გამართა. სამიტმა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი თემები გააერთიანა. მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 15-მდე საერთაშორისო ექსპერტი ეწვია.

სამიტის მთავარი დანიშნულება ჯანმრთელობის ჰოლისტურ ზრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება იყო, რადგან ხანგრძლივი და სავსე ცხოვრება სწორედ ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობის ერთობლიობით მიიღწევა. ჯანმრთელობაზე ზრუნვის სამიტში გაერთიანებული 1000-მდე ადამიანისთვის ვიანმა ინოვაციური ხედვების გაზიარებისა და უახლესი მიდგომების განხილვის უნიკალური შესაძლებლობა შექმნა. სამიტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო: სესიები, სამედიცინო კონფერენციები, მასტერკლასები და ვორქშოპები ჯანმრთელობაზე, ნუტრიციასა და სწორ კვებაზე, ცხოვრების აქტიურ წესსა და მის გავლენაზე.

პირველად საქართველოს აუდიტორიისთვის, ონლაინ ლექციები ჩაატარეს ისეთმა წამყვანმა საერთაშორისო ექსპერტებმა, როგორებიც არიან: ნეირომეცნიერი რობერტ საპოლსკი; ფსიქოლოგი და ნეირომეცნიერი მერი ჰელენ იმორდინო იანგი; Google [X]-ის ყოფილი CEO და საერთაშორისო ბესტსელერების (Solve for Happy; Scary Smart) ავტორი მო გაუდატი; სამიტს ეწვია ბუნებრივი ცხოვრების წესის ქოუჩი ტონი რიდლი.

ორდღიანმა სამიტმა გააერთიანა კლინიკური სამედიცინო კონფერენციები ონკოლოგიის, პედიატრიის, ინფექციის მართვის, ნეიროქირურგიის, ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის მიმართულებით. საქართველოს, ისრაელის, იაპონიის, შვეიცარიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბელგიის, რუმინეთის, სერბეთისა და ლიეტუვას წამყვანმა სამედიცინო ექსპერტებმა, ქვეყნის მასშტაბით, მოქმედი დარგის სპეციალისტებისთვის მოხსენებები წაიკითხეს კლინიკურ მიღწევებსა და მკურნალობის უახლეს მეთოდებზე.

ვიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სამიტი - www.vian.health 14-15 ოქტომბერს ჩატარდა და მას „სტამბამ“ და Rooms Hotel Lab-მა უმასპინძლეს. ღონისძიების გენერალური სპონსორი და მთავარი თანამოაზრე იყო SOLO, პარტნიორები - USAID, m2, Imedi L.