კავკასიის მედიცინის ცენტრი  გთავაზობთ კარდიოლოგიურ სასწრაფო დახმარების სერვისს, რომელიც განკუთვნილია გადაუდებელი კარდიოლოგიური შემთხვევებისთვის.

სერვისი აგებულია პაციენტების დროული და უსაფრთხო მართვის სისტემაზე. გუნდი ადგილზე აფასებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, უზრუნველყოფს პროფესიულ რეაგირებას და საჭიროების შემთხვევაში, სწრაფ და უსაფრთხო ჰოსპიტალიზაციას კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც მაღალპროფესიონალური მულტიდისციპლინური გუნდის მხრიდან მოხდება ჩაღრმავებული და მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური კვლევების, ინტერვენციული ან/და  ქირურგიული მკურნალობის სრული სპექტრის ჩატარება.

JCI აკრედიტაციის მფლობელ კავკასიის მედიცინის ცენტრში, კარდიოლოგიური მიმართულების გუნდს ხელმძღვანელობენ სულხან ლომინაძე, სოფო წიქარიშვილი და ნათია ნაზღაიძე.

ვიან კარდიოს გუნდი, სატრანსპორტო საშუალებები და ბრიგადისთვის სპეციალურად აღჭურვილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს სერვისის უწყვეტ და პროფესიონალურ ფუნქციონირებას. შედეგად, პაციენტის მკურნალობის გზა სრულად კოორდინირებული პროცესით იმართება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ემერჯენსი სერვისთან პარტნიორობით.

პაციენტისთვის სათანადო კარდიოლოგიური შეფასება და რეაგირება გადამწყვეტია. დროული სამედიცინო დახმარება მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და ამცირებს გართულებების რისკს. ვიან კარდიო - 24/7-ზე კარდიოლოგიური მომსახურება თქვენს მისამართზე: 2 600 600.