კავკასიის მედიცინის ცენტრი მსოფლიო ტენდენციას ყოველწლიურად უერთდება და ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ოქტომბრის თვის საფინალო ღონისძიებას მართავს.

კავკასიის მედიცინის ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე ლექცია-სემინარი და პანელური დისკუსიები 200-მდე ქალბატონისთვის მოეწყო. ფორუმზე ფსიქოლოგმა თამარ თანდაშვილმა და კლინიკური დარგის წარმომადგენლებმა  ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობასა და დიაგნოზის შიშის დაძლევის საკითხებზე ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში კავკასიის მედიცინის ცენტრი ვარდისფრად განათდა, რითაც სამედიცინო ცენტრი კიდევ ერთხელ შეუერთდა "ვარდისფერი ოქტომბრის" მსოფლიო კამპანიას. აღსანიშნავია, რომ კავკასიის მედიცინის ცენტრი აქტიურადაა ჩართული ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში და პაციენტებს დაავადების პრევენციისა თუ მისი მკურნალობის კომპლექსურ მეთოდებს სთავაზობს.