საქართველოში, 15 წლისა და უფროსი ასაკის ინტერნეტ მომხმარებელთა შორის სულ უფრო ბევრი ადამიანია ისეთი, რომელიც გლობალურ ქსელს ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიების მიზნით იყენებს.
საქსტატის მონაცემებით, მომხმარებელთა ამ კატეგორიის წილი 2025 წლის ივნისის მონაცემებით, 52,1 %-ს შეადგენდა. შარშან, იგივე პერიოდში, ეს მაჩვენებელი 47,2 იყო, 2023-ში კი 50,5.
ინტერნეტის მოხმარების ყველაზე ხშირი მიზანი (97,2%) ინტერნეტ აუდიო/ვიდეო კავშირია, მას მოსდევს სოციალური ქსელების გამოყენება (96%), შემდეგია ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (55,7).
მაჩვენებელი გაანგარიშებულია იმ მოსახლეობისათვის, ვინც ინტერნეტით ბოლო 3 თვის განმავლობაში ისარგებლა.