ყაზახეთს ნავსადგურის ფსკერდაღმავება სავარაუდოდ 100 მლნ დოლარი დაუჯდება, - ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“(TCRC) იუწყება. ორგანიზაცია მუდმივად ამახვილებს ყურადღებას, დერეფნის ტვირთწარმომქმნელ ქვეყნებში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ორგანიზაციის მტკიცებით, „ვიწრო ადგილების“ დებლოკირება ერთობლიობაში განსაზღვრავს შუა დერეფნის მიმზიდველობას და კონკურენტუნარიანობას. მათივე განმარტებით, ერთ – ერთ ასეთ „ვიწრო ადგილს“ წარმოადგენს, კასპიის ზღვის ყაზახეთის აკვატორიაში განთავსებული აქტაუს და კურიკის ნავსადურები.
TCRC-ის მიხედვით, სადღეისოდ კასპიის ზღვის დონის შემცირება შეუქცევად პროცესს წარმოადგენს და ამავე დროს მზარდი დინამიკა გააჩნია.ყაზახეთის ნავსადგურების აკვატორიის საშუალო დაღრმავების დონე 4.9 მეტრს შეადგენს,როდესაც გემთშემოსვლისთვის ნორმატიული დაღრმავება 6.1 მეტრია, ფაქტიურად, ნებისმიერი გემი რომელიც ნავსადგურში შემოდის – მხოლოდ 75 % ით იტვირთება.
"აღნიშნული გარემოება, მნიშვნელოვნად ამცირებს ნავსადგურების გამტარუნარიანობას, ამ თვალსაზრისით გადაუდებლად აუცილებელია, როგორც შემოსასვლელ არხში ასევე აკვატორიაში ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების განხორცილება. იმისათვის რომ ტანკერი დაუბრკოლებლივ შემოვიდეს ნავსადგურის აკვატორიაში აუცილებელია დამატებით ერთ მეტრამდე დაღრმავება. არხის და ფსკერდაღმავების სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 100 მლნ დოლარს შეადგენს. ყაზახეთის მთავრობა, თანხის მოძიებასთან დაკავშირებით ინტენსიურ მოლაპარაკეკებს აწარმოებს დონორებთან. აქტაუს ნავსადგურის მონაცემებით, არსებულ ვითარებაში, 12 000 ტონა ტვირთამწეობის ტანკერი შესაძლებელია, მხოლოდ 9 000 ტონით დაიტვირთოს. გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ სრულად დაუტვირთავი ტანკერებით განხორციელებული ნავთობის ლოგისტიკა ორჯერ ძვირია, რაც სანაოსნო კომპანიისთვის, დამატებით ხარჯებზე აისახება," - ამბობს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი.
მისივე თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა მშრალი ტვირთების გადაზიდვისას, მაგალითისათვის, თუ ადრე საკონტეინერო გემს შეეძლო 350 ერთეული კონტეინერი გადაეზიდა, სადღეისოდ მხოლოდ 280 კონტეინრით იტვირთება.
"ფაქტიურად, კასპიის ზღვის დონის 10 სანტიმეტრით შემცირება, 5 ათასიანი ტვირთამწეობის გემისთვის 200 – 300 მდე ტონა ტვირთის დაუტვირთაობაში აისახება.
კასპიის ზღვის დონის შემცირება საზღვაო გადაზიდვების გაძვირებასთან ერთად, იწვევს, ტვირთნაკადების კასპიის ზღვის შემოვლითი სახმელეთო მარშრუტებით, რუსეთის ტერიტორიაზე გადანაცვლებას, რაც აქვეითებს შუა დერფნის მიმზიდველობას.
ყაზახეთის „კაზჰიდრომეტრის“ პროგნოზის საფუძველზე, 2030 წლისათვის კასპიის ზღვის დონე, გააგრძელებს შემცირებას, წელიწადში 23 სანტიმეტრის სიჩქარით. რაც საგანგაშო ტენდენციას წარმოადგენს," - ამბობს პაატა ცაგარეიშვილი და ასკვნის რომ კასპიის ზღვის ყაზახეთის ნავსადგურებში, ფსკერდაღმავებითი სამუშაოების განხორციელების შედეგად, ყაზახეთის ნავსადგურების გავლით ტვირთბრუნვა 30 % მდე გაიზრდება, რაც დამატებით შესაძლებლობას მისცემს ნავსადგურებს შეამცირონ სანავსადგურე მოსკრებლების ტარიფები.