აქცია ველისციხეში - არსებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ ადგილობრივ მოსახლეობას სამანქანო გზა ჰქონდათ გადაკეტილი. სოფლის მოსახლეობა დროში გაწელილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აპროტესტებს.

ირკვევა, რომ სოფელში სამუშაოების ჩასატარებლად თანხა აზიის განვითარების ფონდმა გამოყო. წესით ყველაფერი 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს.

ამ პროექტის ფარგლებში წესით უნდა გაკეთებულიყოო სახლების ფასადები , ცენტრალური ქუჩა, თეატრის ფასადის და პირველი სართულიც, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ თეატრის შენობაში დღემდე უმძიმესი ვითარებაა.

tvpirveli.ge