შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით გზების სპეცტექნიკით მორეცხვას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს.
ამჯერად სამგორის რაიონში, ჯავახეთისა და კუპრაძის ქუჩებზე გზის სავალი ნაწილი, ურნები და გაჩერებები მოირეცხა.
ადგილზე იმყოფებოდნენ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე.
„მთელი ზაფხულის განმავლობაში თბილისში სისტემატურად ირეცხება გზები, ნაგავშემკრები კონტეინერები და მიწისქვეშა გადასასვლელები. მორეცხვის სამუშაოები სპეცმანქანებით, ძირითადად, ღამის განმავლობაში სრულდება, იმისათვის, რომ ქალაქი იყოს უფრო სუფთა და მოწესრიგებული“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.
აღნიშნული სამუშაოები დედაქალაქის ათივე რაიონში რეგულარულად, გრაფიკის მიხედვით ხორციელდება.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს