ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშისღელეში სადრენაჟე სისტემა იწმინდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს. 

ამავე ცნობით, ნატანი მასისა და ქვა-ღორღისგან 1,7 კმ სიგრძის სადრენაჟე კოლექტორი იწმინდება. 

ჩატარებული სამუშაოები კოლექტორში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, საპროექტო პარამეტრებში აღდგება აღნიშნული კოლექტორის კალაპოტი, შედეგად, უხვი ნალექის დროს,

დაახლოებით 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის, საკარმიდამო ეზოებისა და  საცხოვრებელი სახლების დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს.

მიმდინარე სამუშაოები თებერვალში დასრულდება.