საქსტატის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში  ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 543.6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით მეტი) 2 307 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტით ნაკლები).

„ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 32.5 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 13.9 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.2 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 8.6 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.