საქართველოს დერეფანში ტრაილერების რაოდენობა, შესაბამისად, ბიუჯეტში გადახდილი თანხა შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით (კონსოლიდაციის გარეშე), წელს იანვარ-ნოემბერში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან ხაზინაში 155 424 977 ლარი შევიდა, 2024 წლის 11 თვეში 164 486 563 ლარი.

შესაბამისად, ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 2025 წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9 061 586 ლარით შემცირდა.

არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2025 წლის 11 თვეში საქართველოს დერეფანი 444 071-მა სატვირთომ გადაკვეთა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 469 961-მა ტრაილერმა. გამოდის, წელს, ქვეყნის საზღვარი 25 890 ტრაილერით ნაკლებმა გადაკვეთა.

ცნობისთვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი