ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გადატანისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 40 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერით გათვალისწინებულია როგორც საავადმყოფოს დიზაინის პროექტირება, ასევე სამშენებლო სამუშაოებიც.
სამშენებლო პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება და საერთო ჯამში 31 თვეს გასტანს. პირველ ეტაპზე კონტრაქტორმა საპროექტო სამუშაოები უნდა ჩაატაროს, რომელთა ღირებულება 1 მილიონი ლარად არის შეფასებული.
საუბარია ვაჟა ფშაველას N29-ში მდებარე შენობაზე, რომლის ფართობი ამჟამად 1 200 კ.მ-ია და რომელიც ტენდერით დაგეგმილი სამუშაობის შემდეგ გამოყენებულ უნდა იქნეს როგორც ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო. გათვალისწინებულია ამ შენობის სრული სარემონტო/სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო/სადემონტაჟო/დაშენების სამუშაოები.