მთავრობის განცხადებით, იწყება  ქალაქების და კურორტების განვითარების მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას, რომელიც 5 წლიანი იქნება და  ბიუჯეტიდან გამოიყოფა 1 მილიარდი.

 


როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული კერძო სექტორი და ბიზნესი ჩართული იქნება, როგორც პროგრამის მიმდინარეობისას, ასევე  კერძო სექტორისთვის გაჩნდება ახალი მიზიდულობის ცენტრები პროგრამის განხორციელების შემდეგაც. 

 

 

 

მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე შერჩეული იქნა 11 მდებარეობა, ეს ლოკაციები ძირითადად მოიცავს ქალაქებისა და კურორტების ცენტრალურ უბნებს და ასევე იქ არსებულ პარკებსა და ბოტანიკურ ბაღებს. ამ არეალში არსებულ ობიექტებთან დაკავშირებით მომზადდება პროექტები.

 


„მაგალითად. ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ გერგეტის სრული განახლება. ყველა ამ განახლებულ არეალში შესაძლებელი იქნება, კერძო ბიზნესის ჩართულობა, ჩვენ ვსაუბრობთ ახალი მიზიდულობის ცენტრების განვითარებაზე. ყველა ასეთი ცენტრი პოტენციურად იქნება კერძო სექტორისთვის საინტერესო,“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. მისი თქმით, მასშტაბური პროგრამის ფარგლებში მოწესრიგდება როგორც კომუნიკაციის ქსელები, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება არეალში არსებულ შენობა-ნაგებობებსაც.