"საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა" (TCRC) წინასაარჩევნოდ საზოგადოებას წარუდგინა მორიგი კვლევა, რომელიც "კომერსანტს" ექსკლუზიურად მოაწოდა.
კვლევის სახელწოდებაა „ეკონომიკური კეთილდღეობა - საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტები“ და მოიცავს, 100-ზე მეტ პრიორიტეტულად განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლებიც, კვლევის ავტორის, პაატა ცაგარეიშვილის, აზრით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპით, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უნდა განხორციელდეს, რის საფუძველზეც, ქვეყანაში შეიქმნება, მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი - ბაზისური ინფრასტრუქტურა, რაც წინაპირობაა ქვეყანა გადავიდეს განვითარების შემდგომ ეტაპზე და გეგმაზომიერად დასახოს ინსფრასტრუქტურის მოდერნიზაციის შემდგომი ორიენტირები.
კვლევის დოკუმენტში, რომელიც "კომერსანტს" ექსკლუზიურად მოაწოდეს, მთავარ პრიორიტეტად გამოყოფილია ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის კომპონენტი.
აქვე წარმოდგენილია რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ენერგეტიკაში ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
დოკუმენტში ცალკე თავია გამოყოფილი იმ აქტოვობებისთვის, რომელიც არჩევნების შემდეგ, ეკონომიკური კეთილდღეობის სწრაფად მისაღწევად, კოალიციურმა მთავრობამ უნდა განახორციელოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში.
პრიორიტეტი 1. ანაკლიის ნავსადგური და სპეციალური ეკონომიკური ზონა - “ანაკლიის სითი”
ანაკლიის ნავსადგური, სპეციალური ეკონომიკურ ზონა ერთად წარმოადგენს ერთიან ინტეგრირებულ პროექტს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასთან ერთად, ბიძგს მისცემს მომიჯნავე პროექტების, მათ შორის საქართველოს რკინიგზაზე ახალი ინფრასტუქტურის და ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობას, ასევე მეზობელი ნავსადგურებთან კონკურენციის გაძლიარებას. “ანაკლია სითის” მიზანი ანაკლიის კომერციულ და ფინანსურ ცენტრად გადაქცევა, თავის მხრივ, ტურიზმის, გასართობი ინდუსტრიის და უძრავი ქონების დამატებითი კომპონენტები შეავსებს ბიზნეს კლასტერების განვითარებას და ანაკლიიის ინტეგრირებულ პროექტს, რეგიონის მიმზიდველ ადგილად აქცევს.
პრიორიტეტი 2. რკინიგზის სავაგონო და სალოკომოტივო პარკის განახლება
სადღეისოდ, შუა დერეფანში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სავაგონო პარკის უკმარისობაა, საქართველოს რკინიგზას ბოლო 10 წელია არ შეუძენია ახალი ვაგონები. აქცენტი გადატანილი იქნება, სავაგონო პარკის გაჯანსაღება-განახლებაზე, მათ შორის ახაალი ვაგონების შეძენაზე, განახლდება და მოდერნიაზაცია გაუკეთდება არსებული თბომავლებისა და მაგისტრალური ელმავლების პარკს. პირველ ეტაპზე შეძენილი იქნება 500 ერთეული ვაგონი და 20 მაგისტრალური ელმავალი, რაზეც სახელმწიფო, რკინიგზიდან მიღებული დივიდენტს, 500 მლნ. ლარს ეტაპობრივად მიმართავს რკინიგზის სავაგონო და სალოკომოტივო პარკის განახლებისკენ.
პრიორიტეტი 3. კახეთის რკინიგზის აღდგენა
კახეთის რკინიგზის აღდგენის შესახებ წინასაარჩევნო დაპირება 2012 წელს, პირადად ბ. ივანიშვილის მიერ კახეთის მოსახლეობის წინაშეა გაცემული. მოგვიანებით, 2018 წელს - მშენებლობის 2019 წელს დასრულების და „რკინიგზის ტურიზმთან მიბმის“ დაპირებით, კახეთის მოსახლეობას ადგილობრივი გუბერნატორი დაპირადა. პროექტის განუხორცილებლობის მიზეზი, სათანადო ფინანსურ - ეკონომიკური გაანგარიშების გარეშე წინასწარი დაპირების გაცემის შედეგია. პროექტის განხორციელებისათვის გამოყენებული იქნება, კახეთის რეგიონის მეწარმეების დაინტერესება და ჩართულობა.
პრიორიტეტი 4. საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტების განვითარება - თელავის აეროპორტის გაფართოება
აეროპორტების შემდგომი განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობისთვის შემუშავდება აეროპორტების შემდგომი განვითარების გრძელვადიანი გეგმა. პრიორიტეტულად განიხილება თელავში არსებული - მიმინოს აეროპორტის გაფართოება, მნიშვნელოვანია, როდესაც ტურისტს ერთი დღის განმავლობაში, საზღვაო კურორტიდან გასტრო ენეოლოგიური კურორტი მოინახულება შეეძლება. თელავის აეროპორტში თავდაპირველად - ქუთაისში, ბათუმსა და მესტიაში შიდა ფრენები შესრულდება. მოეწყობა სატერმინალო ინფრასტრუქტურა, 1.7 კმ მდე დაგრძელდება არსებული ასაფრენ/დასაფრენი ზოლი, პარალელურად ჩატარდება კვლევები, თელავის აეროპორტს საერთაშორისო რეისების მიღების პერსპექტივის გათვალისწინებით.
პრიორიტეტი 5. საქართველოს როგორც საზღვაო ქვეყნის იმიჯის აღდგენა
პრიორიტეტული იქნება ქვეყნის საზღვაო დროშის იმიჯის და ფლოტის აღდგენა. აუცილებელი იქნება საერთაშორისო ნაოსნობაში რეგისტრირებული მცურავი საშუალებების ტონაჟის გაზრდა, მათ შორის, ისეთი გემთმფლობელების დაინტერესება, რომელთა გემებიც იყენებენ ეკოლოგიურად სუფთა უახლეს ტექნოლოგიებს. გადაიხედება საგადასახადო და საფინანსო რეჟიმები. აქტიური მხარდაჭერა ექნება, ტონაჟის დაბეგვრის სისტემის შემოღებას, რომელიც გულისხმობს სასათბურე გაზების ემისიების პროაქტიულ შემცირებას. საზღვაო სფეროში საბანკო სექტორიდან ან ფონდებიდან ფინანსების მოზიდვა, სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური ჩარევით განხორციელდება, საზღვაო სანაოსნო კომპანიების შექმნისას გათვალისწინებული იქნება, გადაზიდვების საზღვაო ბაზრის კონიუნქტურა. პრიორიტეტი მიეცემა, შავის ზღვის არეალში, კონკრეტულ ნავსადგურებთან ახალი სანაოსნო ხაზების შექმნას და კონკრეტული ტვირთებით გადაზიდვების უზრუნველოფას.
პრიორიტეტი 6. ანაკლიის ნავსადგურთან მისასვლელი სარკინიგზო ხაზის და სადგურის მშენებლობა
ანაკლიის საზღვაო ნავსადგურამდე ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება. პროექტის მიხედვით, ერთლიანდაგიანი სრულად ელექტროფიცირებული სარკინიგზო ხაზი ნავსადგურს არსებულ სენაკი - ინგირი - გალის სარკინიგზო მონაკვეთთან დააკავშირებს. 17 კმ სიგრძის საპროექტო სარკინიგზო ხაზი დაიწყება სოფელ ცაცხვის მიმდებარე ტერიტორიაზე და გაგრძელდება აღმოსავლეთით, ანაკლიის ნავსადგურამდე. ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის წინა სარკინიგზო სადგურის მშენებლობა დაფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ და განხორციელდება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში.
პრიორიტეტი - 7. ფოთის ნავსადგურის გაფართოება
ევროპული ინვესტიციით ფოთის ნავსადგურის გაფართოების პროექტი მოიცავს 6,8 ჰექტარი საკონტეინერო ტერიტორიის განვითარებას, ახალ 330 მეტრიან ნავმისადგომს, 1.5 კილომეტრის სიგრძის ტალღმჭრელი მოლის მშენებლობას, შესასვლელი არხის, მოსაბრუნებელი აუზისა და ნავმისადგომის აკვატორიის მოწყობას და ორი საკონტეინერო პროფილის ამწის დამონტაჟებას. პროექტის დასრულების შემდეგ, გაფართოებული ნავსადგური შეძლებს მიიღოს და დაამუშაოს 13.5 მეტრამდე წყალწყვის მქონე გემები. ფოთის ნავსადგურის გაფართოებაზე დავა სახელმწიფოსთან, მიწის გამოყოფაზე და მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ექვსი წელი მიმდინარეობს. აქცენტი გადატანილი იქნება, მოკლე ვადაში, ოპერატორი კომპანიისათვის საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობისათვის მხარდაჭერაში.
პრიორიტეტი 8. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარება
ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას 300 ჰექტარი ტერიტორია უჭირავს, რომლის მხოლოდ უმნიშვნელო, მეხუთედი ნაწილია ათვისებული, შუა დერეფნით ტვირთბრუნვის ზრდა და ფოთის ნავსადგურთან სიახლოვე, დამატებით ბიძგს მისცეს ფოთის თიზ ში ახალი ინვესტიციების შემოდინებას. აქტიურად მხარდაჭერილი იქნება, სავაჭრო და ინდუსტრიული კომპონენტის შემოყვანა, რისთვისაც საწყის ეტაპზე, აქცენტი გადატანილი იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. სახელმწიფო განახორციელებს, ფოთის თიზ ი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საშუალებით ფოთის ნავსადგურთან დაკავშირებას. შედეგად თიზ-ის კომპანიები და არამარტო, რომელთაც უწევთ ქალაქის გავლით ტვირთის შეტანა ნავსადგურში, ახალი სარკინიგზო ხაზის გამოყენებით, დაუკავშირდებიან ნავსადგურს, რითაც გაადვილდება პროდუქციის მიწოდება /გამოტანა ნავსადგურის ტერიტორიიდან.
პრიორიტეტი 9. ლოგისტიკური ცენტრების განთავსების ლოკაციები და განვითარების პერსპექტივები
ქვეყნის მასშტაბით მსხვილი სატრანსპორო - ლოგისტიკური ცენტრების განთავსება - სატრანზიტო ტვირთების შემკრებ - გამანაწილებელ, სასაზღვრო, აღმოსავლეთ - დასავლეთის და ჩრდილოეთ - სამხრეთის ცენტრალური ავტომაგისტრალის კვეთის ლოკაციებში იქნება გათვალისწინებული. თბილისისათვის ყველაზე მიმზიდველ ლოკაციად კუმისის ტბის მიდამოები განიხილება, სადაც აეროპორტთან, ქალაქის შემოვლით გზასთან ასევე აღმოსავლეთით, აზერბაიჯან - სომხეთის სასაზღვრო პუნქებთან ყველაზე მოხერხებულია კავშირებადობა. ასევე მიმზიდველია - მცხეთასთან მდებარე წეროვანის არეალი, სადაც ქვეყანაში მოქმედ კომპანიებს გააჩნია საკუტარი ქარხანა თუ სასაწყობო მეურნეობა. ქუთაისი - ინდუსტრიული პერსპექტივით და მასთან არსებული საერთაშორისო აეროპორტით ქმნის იდეალურ წინაპირობას სატრანზიტო ტვირთების შემკრებ - გამანაწილებელი ტერმინალის მოსაწყობად. ფოთის თიზი და თურქეთ საქართველოს დამაკავშირებელი ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის კვანძი. თავდაპირველად აქცენტი გადატანილი იქნება თბილისის სიახლოვეს კუმისში და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.
პრიორიტეტი 10. თბილისის სიახლოვეს (კუმისი) და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების ინფრასტრუქტურის მოწყობა
2017 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ჯამურად 153 მლნ დოლარის, ახალი საინვესტიციო პროექტი - თბილისის სიახლოვეს კუმისში და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარება დაანონსა. ორივე ლოგისტიკურ ცენტრში ჯამურად უნდა შექმნილიყო 800 -ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. გამარჯვებული 2018 წლის განმავლობაში უნდა გამოვლენილიყო, მშენებლობა საინვესტიციო კონტრაქტის ხელმოწერიდან 18 თვეში უნდა დაწყებულიყო და 5 წელიწადში დაასრულებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა პროექტის განხორციელებას „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე აქტიურად ლობირებდა, სადღეისოდ ლოგისტიკური ცენტრების პროექტები არც დაწყებულა. ლოგისტიკური ცენტრების პროექტის განუხორციელებლობის ერთ - ერთი მიზეზი, თანმდევი მასშტაბური პროექტების მათ შორის, პირველ რიგში, ანაკლიის ნავსადგურის და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტების შეჩერებაა, რადგანაც მხოლოდ, ამ პროექტების ამოქმედებით და შესაბამისად, ტვირთნაკადების გენერირების პირობებში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას რეალური პერსპექტივები გააჩნია.
პრიორიტეტი 11. წეროვანის ლოგისტიკური ცენტრი
წეროვანის ლოგისტიკური ცენტრის მიმზიდველობას განსაზღვრავს, აღმოასავლეთ დასველეთ (თბილისი-სენაკილესელიძის მაგისტრალი) და ჩრდილოეთ სამხრეთ (მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი) ავტომაგისტრალების თავშეყრის არეალები. ამასთან ლოგისტიკური ცენტის ლოკაცია ახლოს მდებარეობს ქ.თბილისის სატრანზიტო/შემოვლით გზასთან, მოიცავს 6 სასაწყობო მეურნეობის მოედანს და სატვირთო მანქანისთვის სადგომებს. ექსპლუატაციის ეტაპზე 250 ადამიანი დასაქმდება. აღსანიშნავია, რომ ლოგიტიკური ცენტრის მიმდებარედ ინდუსტრიული სიმძლავრეების კონცენტრირებაა, განვითარებულია მეურნეობები და წარმოებები. აღნიშნული გარემოებები ქმნის საჭიროებას წეროვანში - 25 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყოს მაღალი სტანდარდებით აღჭურვილი სასაწყობო ფუნქციის კომპლექსი.
პრიორიტეტი 12. ქუთაისის აეროპორტთან სატვირთო ტერმინალის მშენებლობა
აგროსექტორში დაკავებულ მეწარმეებისათვის 2015 წელს დაანონსდა, ქუთაისის აეროპორტთან სატვირთო ტერმინალის მშენებლობის პროექტი, რომელიც ევროკავშირის (EU) მიერ 170 მლნ ლარის დაფინანსებით უნდა განხორციელებულიყო. კარგო ტერმინალი ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტის მქონე სასათბურე მეურნეობის „იმერეთის აგროზონის“ პროექტის პარალელურად უნდა აშენებულიყო, მოგვიანებით 2019 წელს 5 კმ ში კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტიდან განისაზღვრა ტერმინალის განთავსების ტერიტორია. სადღეისოდ, „ოცნების“ დაპირებიდან, არც აგროზონის და არც კარგო ტერმინალის პროექტი არ განხორციელებულა. ქვეყნის სოფლის ინდუსტრიის განვითარებისათვის ქუთაისში სატვირთო ტერმინალის მშენებლობა პრიორიტეტულად იქნება განხორციელებული.
პრიორიტეტი 13. შვეულმფრენების ანგარი და ძებნა-შველის ოფისი
თბილისის აეროპორტის მიმდებარედ, 25 მლნ ლარის ღირებულების შვეულმფრენების ანგარი და ძებნა-შველის ოფისი მოეწყობა. რისთვისაც არსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია და ახალი ობიექტების მშენებლობა განხორციელდება. აღნიშნული ტერიტორია განკუთვნილი იქნება სამაშველო Airbus-ისათვის.
პრიორიტეტი14. ბათუმი - სამგზავრო და საკრუიზო ნავსადგურის პერსპეტივა
2011 წელს - აჭარის მთავრობასა და საერთაშორისო საკრუიზო კომპანია Royal Caribbean თან დადებული მემორანდუმით, 2012 წლიდან ბათუმში საკრუიზო ბიზნესმა ფუნქციონირება დაიწყო, რომელიც გათვლილი იყო, წელიწადში, საკრუიზო გემებით 700 000 ვიზიტორის შემოყვანაზე. პერსპეტივაში დიდი ზომის ლაინერების მისაღებად, გათვალისწინებული იყო ნავსადგურის ნავმისადგომის კედლის დაგრძელება. 2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ბინზესი შეაჩერა და გაფორმებული მემორანდუმი გააუქმა. ამ პერიოდში - ბათუმში შემოსული საკრუიზო ლაინერებიდან განსაკუთრებული სიდიდით გამოირჩეოდა: “RIVIERA” (1150 ტურისტი), “Seven Seas Mariner” (750 ტურისტი), “Prinsendam” (800 ტურისტი), “Thomson Celebration” (1250 ტურისტი). აქცენი გადატანილი იქნებოდა, ბათუმში სამგზავრო და საკრუიზო ბიზნესის აღდგენაზე, პარალელურად შესწავლილი იქნება, ბათუმის მწვანე ქალაქად გადაქცევის პერსპექტივა. ბათუმი გახდება სამგზავრო და საკრუიზო ნავსადგური. შესწავლილი იქნება, ბათუმის ისტორიული ტვირთების, პირველ რიგში, ნავთობქიმიის, ანაკლიის ნავსადგურში გადამისამართების პერსპექტივა.
პრიორიტეტი 15. შავი ზღვის აუზის ქვეყნების საზღვაო ნავსადგურებთან კავშირებადობის ამაღლება
სატრანსპორტო კავშირების გაღრმავებისა და შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების მიზნით, განახლდება კვლევა და გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები საქართველოს, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინისა და თურქეთის ნავსადგურებს შორის საბორნე/საკონტეინერო მიმოსვლის განსავითარებლად. პერსპექტივაში ასეთივე საბორნე გადაზიდვების განხოეციელება ხელშწყობილი იქნება იტალიის და საბერძნეთის მიმართულებებით.
პრიორიტეტი 16. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის მოკლე ვადებში დასრულება
მიუხედავად, მრავალი დაპირებისა, ჯერ კიდევ, 2011 წელს “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში დაწყებული - საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი, დღესაც დაუსრულებელია. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს ტვირთნაკადების დაუბრკოლებლივ და უსაფრთო გადაადგილების უზრონველყოფის მიზნით ქვეყნისთვის გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობა. ამ თვალსაზრისით, პროექტის დასრულება და ექსპლუატაციაში გაშვება განხილული იქნება, როგორც უმთავრესი და უპირველესი ამოცანა.
პრიორიტეტი 17. ბაქო - თბილისი - ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ტვირთების გატარებების შესაძლებლობობის გაზრდა
,,ქართული ოცნების” პირობებში, 2017 წელს გახსნილი ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის, საქართველოს მონაკვეთი, მუდმივად სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს - ხასიათდება ტვირთების გატარების დაბალი შესაძლებლობით, რითაც რკინიგზა დღესაც, არაეფექტური და ეკონომიკურად წამგებიანია. ბაქო - თბილისი - ყარსის საქართველოს მონაკვეთის ეკონომიკური მიმზიდველობის და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიზნით განხორციელდება ინფრასტრუქტურის გამზიდუნარიანობის, წელიწადში - 1 მლნ ტონიდან - 5 მლნ ტონამდე ეტაპობრივი გაზრდის პროგრამა. გამოყენებული იქნება ახალქალაქის რკინიგზის სადგურის უნიკალური შესაძლებლობები, პრიორიტეტი მიეცემა გადამტვირთავი სადგურიდან, ტვირთების გამანაწილებელ მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრად გადაქცევის პერსექტიულ განვითარებას. მაქსიმალურად ხელი შეეწყობა, „შტადლერის“ მატარებლებით აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში, სამგზავრო მიმოსვლას.
პრიორიტეტი 18. ბაქო - თბილისი - ანკარას მიმართულებით ჩქაროსნული სამგზავრო მატარებლის ამოქმედება
თბილისი - ბაქო - ყარსის რკინიგზის სრულად ამოქმედების პირობებში, შესაძლებელი იქნება აზერბაიჯანის რკინიგზის კუთვნილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ ორი 20 ვაგონიანი შემადგენლობის ბაქო - თბილისი - ანკარას მიმართულებით ექსპლუატაციაში გაშვება. მატარებლი სპეციალური ურიკებითაა აღჭურვილი, რომლებიც უზრუნველყოფენ მოძრავი შემადგენლობის გადაყვანას საბჭოთა სტანდარტიდან ევროპულზე. რასაც საქართველო-თურქეთის საზღვარზე სპეციალური სადგური უზრუნეველყოფს, სადაც მოხდება სწრაფი გადაყვანა ერთი სტანდარტიდან მეორეზე. ბაქო - თბილისი - ანკარას მიმართულებით ჩქაროსნული სამგზავრო მატარებლის ამოქმედება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ევროპულ სივრეში ინტეგრირებისათვის.
კვლევის დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა იმ აქტოვობებს, რომელიც არჩევნების შემდეგ, ეკონომიკური კეთილდღეობის სწრაფაფ მისაღწევად, კოალიციურმა მთავრობამ უნდა განახორციელოს თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ამაზე "კომერსანტი" ცალკე სტატიას შემოგთავაზებთ 17: 30 საათზე.