,,ხადას ხეობაში მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის მაგისტრალის მშენებლობა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და  უდიდესი ტურისტული და სატრანსპორტო მნიშვნელობა აქვს. ამასათან, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხეობაში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას, ისტორიულ დასახლებებს და მათი სამომავლო განვითარების შესაძლებლობებს, რასაც ითვალისწინებს  აზიის განვითარების ბანკის მიერ გასულ წლებში ჩატარებული კვლევები თუ გეგმები. ჩვენ გავდივართ აქტიურ კონსულტაციებს დარგის სპეციალისტებთან, რათა სწორი მეთოდოლოგიითა და მიდგომით დაიგეგმოს დასახლებებისა თუ ცალკეული შენობების კონსერცავია-რესტავრაცია და მათი სწორი აღდვენის შესაძლებლობები"- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ხადას ხეობის სოფლების დაათვალიერების შემდეგ განაცხადა.  

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კობთან დამაკავშირებელ 23 კმ-იან მაგისტრალურ გზას აშენებს. ახალი გზა მოიცავს 5 გვირაბსა და 6 ხიდს, მათ შორის, 9 კილომეტრიან გვირაბს სოფელ წკერედან სოფელ კობამდე და გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იან ახალ გზას. 

ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი არამხოლოდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, არამედ რეგიონის სოციალური, ეკონომიკური, გარემოს დაცვითი და კულტურული განვითარების მხარდაჭერასაც ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში მომზადდა ხადას ხეობის განვითარების გეგმა, რომელმაც უნდა განსაზღვროს ხეობის განვითარების პოტენციური მიმართულები. 

ამჟამად გრძელდება მუშაობა ხადას ხეობის განვითარების საინვესტივიო გეგმაზე, რომელიც განსაზღვრავს ხეობის სოფლების აღდგენის, ტურისტული ბილიკებისა და სხვა საბაზისო თუ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის როლი იმისთვის, რომ არ მოხდეს უკანონო ჩარევა ლანდშაფტში და ამ თვალსაზრისით სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს ძალიან მკაცრი. 

ხადას უნიკალური  ხეობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის, გასულ წლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა წკერეს ყველაწმინდის ეკლესიას და წმინდა გიორგის კომპლექსი კობში; კონსერვაცია ჩაუტარდა ნარაიძეებისა და ზაქაიძეების კოშკებს; გზის სამუშაოებისბდროს დამონტაჟდა ვიბრაციის მონიტორინგის სისტემები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე(ეკლესიებსა და კოშკებზე), ამავდროულად ჩატარდა დაზვერვუთი არქეოლოგიური გათხრები და გამოიკვეთა არქეოლოგიური არეალები, რომელთა კვლევაც უნდა გაგრძელდეს.