შპს „საქართველოს მელიორაცია“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას არემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები კაპროვანის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს. სოფელ ნატანებში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან, ჯამში, 7,2 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური და შემკრები არხები  იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოები კოლექტორებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც უხვი და ხარისხიანი მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს. 

სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.