ნავთლუღში ყოფილი წისქვილკომბინატის სილოსის დემონტაჟი დაიწყო ,- ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის (@industrial_heritage_tbilisi) გუნდი ავრცელებს.
საბჭოთა პერიოდის არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნიმუში ამჟამად კერძო საკუთრებაშია და მის ადგილას 11 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.
ყოფილი წისქვილკომბინატის სილოსის დემონტაჟის წინააღმდეგ შეიქმნა პეტიციაც, რომელსაც უკვე 300-ზე მეტი არქიტექტორი, ინჟინერი, დიზაინერი და მოქალაქე აწერს ხელს.
პეტიციის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ინდუსტრიული და არქიტექტურული მნიშვნელობის ნაგებობები უნდა შენარჩუნდეს, ხოლო მათი ადაპტაციისა და ახალი ფუნქციის მინიჭების მიზნით შესაბამისი პროექტები გამოცხადდეს.