აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 ერთეული რაკეტისა (PAC-3) და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა.
შეთანხმების სავარაუდო ღირებულება 2.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც პარტნიორებისა და მოკავშირეების მხრიდან დაფინანსდება. უკრაინა ამ შენაძენის საფასურს დაფარავს კანადის, გერმანიისა და ნორვეგიის მიერ JUMPSTART-ის პროგრამის ფარგლებში შეტანილი თანხებითა და ეროვნული სახსრებით, რომელიც უკრაინის მხარდამჭერი ევროკავშირის სესხით ფინანსდება.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, პაკეტი ასევე მოიცავს არაძირითად თავდაცვით აღჭურვილობასაც, მათ შორის, სათადარიგო ნაწილებს და ლოგისტიკური და პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტებს.