მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ხუნწში საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან თორნიკე ჯანაშიასთან ერთად გაეცნო.
„პროექტი ითვალისწინებს სკოლის შიდა და გარე სივრცის სტანდარტების შესაბამისად მოწყობას. ადრე არსებული სკოლა ავარიული იყო და საფრთხე ექმნებოდა ბავშვების უსაფრთხოებას. მარტვილში განათლების სამინისტრო, ასევე აშენებს სოფელ ტალერის სკოლას, ჩვენ გასულ წელს ამავე მუნიციპალიტეტში დავასრულეთ 4 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ.
პროექტის ფარგლებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა შენდება. პროექტი ითვალისწინებს საკლასო ოთახების, ლაბორატორიის, ბიბლიოთეკის, სამასწავლებლოს, ექიმის კაბინეტის, რეკრეაციული სივრცის და ღობის მოწყობას. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობის სამუშაოების ბიუჯეტი 1 192 079 ლარს შეადგენს.
პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით ხორციელდება.
მარტვილში საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობაზე 1 192 079 ლარი იხარჯება
OPEC Fund-ი თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის $250 მლნ-ს გამოყოფს
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება
2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, მხოლოდ ჩემი მინისტრობის დროს ხმების 85–90% მიიღო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ირაკლი ღარიბაშვილი
ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე