საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ბაქო-თბილისი - ყარსის სარკინიგზო ხაზი დაათვალიერა - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„ლაშა აბაშიძე ახალქალაქში ჩავიდა და არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე მატარებლები სატესტო რეჟიმში მოძრაობენ.

გენერალური დირექტორის ვიზიტის დროს, ახალქალაქის სადგურში ჩინეთიდან მომავალი მატარებელი შემოვიდა, რომელიც თურქეთის გავლით ევროპის მიმართულებით გადაადგილდება.

აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთის სრულად ამოქმედება სატვირთო გადაზიდვების მნიშვნელოვნად ზრდას შეუწყობს ხელს“ - ნათქვამია ინფორმაციაში.