„საქართველოს მელიორაცია“ რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის გაწმენდით სამუშაოებს ატარებს, რომლის ფარგლებშიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურის ტერიტორიაზე, ბუჩქნარისა და ნატანისგან 2 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და შემკრები ქსელი იწმინდება.
სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. 15 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება.
დამშრობ მასივზე სამუშაოები აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება.