შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 2 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორებისა და  შემკრები ქსელის გაწმენდით  სამუშაოებს ატარებს.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში ათეულ ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას გააუმჯობესებს და სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.

სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოსთვის დასრულდება.  2012-2024 წლებში, „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გურიის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად,  დრენირებულია 2175 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. 


ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს