ხვალ, 2 აგვისტოს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ჯამში 5.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი შეიცვალა, 38 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა, 62 საკვანძო ჭა და 8 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დაასრულებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
უნივერსიტეტის ქუჩაზე განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 2 აგვისტოს 23:30 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 2 აგვისტოს 23:30 საათიდან 4 აგვისტოს 17:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში - ჟღენტის ქუჩა N2, ნუცუბიძის ქუჩა N80-86, ვაჟა-ფშაველას III კვარტალის N8ა, N9-19, ვაჟა-ფშაველას გამზირს N75, 77, 79; N 72-80, ვაჟა-ფშაველას VII კვარტალის N5, 25 კორპუსებს, ქავთარაძის ქუჩა N38-44, უნივერსიტეტის ქუჩას (გარდა N2-18; N1-11), მარგიანის, თავხელიძის, მარიჯანის, ალექსანდრე იოსელიანის, ფხაკაძის, დანელიას, წმინდა ვასილესკოს, გიორგი წერეთლის, ჩოლოყაშვილის ქუჩებს, თამარაშვილის ქუჩა N1, 2ა, 3, 4, 9, ბაგების დასახლების ნაწილს, ჭავჭავაძის გამზირს N39-55; N73-78, 80, 82, 83, 84, 85; წყნეთის გზატკეცილს, დოლიძის, საკანდელიძის, ლეჟავას, ხაბეიშვილის, ციციშვილის, ტაბლიაშვილის, ამაღლობლის და უჩანეიშვილის ქუჩებს, კაკლების დასახლებას, დაბა წყნეთს, სოფელ ახალდაბას.
მთაწმინდის რაიონში - დაბა წავკისს, შინდისს, კოჯორს, კიკეთს, ბეთანიას, სოფლებს: ტაბახმელას, კვესეთს, დიდებას, სამადლოს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, facebook და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge