აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი ახლო აღმოსავლეთს დაიპყრობდა, აშშ-ს და ისრაელს პირველებს რომ არ დაერტყათ.

„ირანი ძალიან ძლიერი ქვეყანაა. ისინი ახლო აღმოსავლეთს დაიპყრობდნენ, თუ ჩვენ მათ არ დავარტყამდით“, - განაცხადატრამპმა ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ირანის რაკეტებისა და სხვა იარაღის „უმეტესობა“ ამჟამად განადგურებულია.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ირანიც აპირებდა ისრაელის განადგურებას, მაგრამ აშშ-მა სწორ დროს შეაჩერა ეს.

„ძალიან ვამაყობთ, რომ ამაში ვართ ჩართული. ეს მალე დასრულდება და თუ კვლავ დაიწყება, კიდევ უფრო ძლიერი დარტყმა მიადგებათ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, თეირანის გადაწყვეტილება, აშშ-ისრაელის ერთობლივი დარტყმების საპასუხოდ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმები დაეწყო, „ძალიან სულელური იყო“.

„ისინი ძირითადად ნეიტრალურები იყვნენ, ან სულ მცირე, არ აპირებდნენ ჩართვას“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ თეირანის მხრიდან დარტყმების შემდეგ „მეზობლები ჩვენს მხარეს გადმოვიდნენ, [ირანზე] თავდასხმა დაიწყეს და საკმაოდ წარმატებითაც“.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ირანზე თავდასხმით ის ასრულებს 2015 წელს მიცემულ დაპირებას, რომ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების უფლებას არ მისცემს.

Ipn.ge