დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair ვარშავიდან რეისების რაოდენობას გაზრდის: მარტის ბოლომდე გადამზიდავი მოდლინის აეროპორტიდან შვიდ ახალ მიმართულებას და შოპენის აეროპორტიდან სამ მარშრუტს დაამატებს.

გეგმების შესახებ Ryanair-ის ხელმძღვანელმა მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა. მისი თქმით, კომპანია „ვარშავაში რეკორდულ, გაორმაგებულ მგზავრთა ნაკადს“ ელის. ეს, პირველ რიგში, მოდლინის აეროპორტს ეხება, სადაც ბოლო წლებში მგზავრთნაკადი შემცირდა - 2025 წელს აეროპორტი მხოლოდ 1.75 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

Ryanair-ი ახლა მოდლინში თავისი ყოფნის გაზრდას და იქ შვიდი თვითმფრინავის განთავსებას გეგმავს.

ავიაკომპანიის ზაფხულის ფრენების განრიგი დაახლოებით 50 მიმართულებას მოიცავს, მათ შორის შვიდ ახალ რეისს ევროპის ქალაქებში. ესენია ალგერო (სარდინია, იტალია), ბრატისლავა, ლამეცია ტერმე (იტალია), ვალენსია, მილანი, პალერმო და სოფია.

Ryanair-ი ვარშავის შოპენის აეროპორტიდან რეისების რაოდენობასაც გაზრდის. 2026 წელს კომპანია დაახლოებით 700 000 მგზავრის გადაყვანას გეგმავს, რაც გასულ წელთან შედარებით 36%-ით მეტია. დედაქალაქიდან ახალი რეისები ლიდსის, პორტოსა და სევილიის მიმართულებით ამოქმედდება.

ვრცლად 34travel.me – ზე