გლდანის რაიონის გამგეობამ მეშვიდე მიკრორაიონის N10 კორპუსთან, დაახლოებით, 1500 კვ.მ ფართობზე, სკვერისა და სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია განახორციელა - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„ტერიტორიაზე მოეწყო მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონა, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიგო ბალახი და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 350 000 ლარი დაიხარჯა.

დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო“ - ნათქვამია ინფორმაციაში.