გლდანის რაიონს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შეემატება - შესაბამისი სამუშაოები გლდანის I მიკრორაიონის N1-1ა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონა, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განხორციელდება გამწვანების სამუშაოები - დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 300 000 ლარი დაიხარჯება.

პროექტს გლდანის რაიონის გამგეობა ახორციელებს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს