ბოლო პერიოდში, რეგიონის ქვეყნებში საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების სფეროში, სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესები, რაც პირველ რიგში მოიცავს გადამზიდველებისათვის ნებართვების გაცემის პროცესის გაადვილებას და გამჭირვალეობას.
რა ხდება რეგიონის ქვეყნებში საავტომობილო გადამზიდველებისათვის ნებართვების გაცემის მიმართულებით, რა სიახლები ინერგება და პარალელი გავავლოთ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან, - ამ საკითხზე სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურულ და ლოგისტიკურ საკითხებზე სპეციალიზებული პლატფორმა transcor.ge პუბლიკაციას აქვეყნებს.
პუბლიკაციის ავტორი განმარტავს, რომ საავტომობილო გადაზიდვების ლიბერალიზაციის კუთხით, ასეთი სახის შედარებები, ნათლად დაგვანახებს, თუ რა სახის ბერკეტები და სიახლეები ინერგება რეგიონის ქვეყნებში და რისი გადმოღება და მორგებაა შესაძლებელი საქართველოს რეალობისათვის.
წარმოდგენილ ანალიზში თავმოყრილია, რეგიონის ქვეყნებში ორმხრივ – ბილეტარულ დონეზე, ლიბერალიზაციის კუთხით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.
პუბლიკაციის მიხედვით, ევროკომისიის ჩართულობით უკრაინა ინტენსიურად ნერგავს, ძირითადად ევრო ზონის სახელმწიფოებთან გადაზიდვების უნებართვო სისტემას. სადღეისოთ, უკრაინას ბილეტარულ დონეზე 36 ქვეყანასთან ამოქმედებული აქვს უნებართვო მიმოსვლის მექანიზმი.
რეგიონის ქვეყნებში, კერძოდ უზბეკეთსა და თურქეთს, ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ორმხრივ ფორმატში დანერეგილია ნებართვების ელექტრონულად გაცვლის სიტემა. სხვადასხვა ქვეყნებს შორის ორმხრივ ფორმატში, ასეთი მაგალითები მრავლად მოიძებნება.
ყაზახეთის მიერ, საკუთარი გადამზიდველებისათვის ნებართვების ელექტრონული პლატფორმით განაწილების მექანიზმის დანერგვა.
წარმოდგენილი მაგალითების საფუძველზე შესაძლებელია დავაიდენტიფიციროთ, თუ საქართველოს გადაზიდვების ბაზრისთვის რომელი მექანიზმის გამოყენებაა მორგებული და ეფექტიანი.
მნიშვნელოვანია, წარმოვიდგინოთ, თუ როგორია საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ჩართული გადამზიდველების, სატრანსპორტო საშუალებების და მათთვის გაცემული ნებართვების რაოდენობის დინამიკა, მარტივათ რომ ვთქვათ, რა მოცულობის გადაზიდვების ბაზარს ფლობს საქართველო.
წარმოდგენილი დიაგრამის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს სანებართვო ბაზარი მზარდია, მხოლოდ ერთ 2023 წელს გაცემული ნებართვების რაოდენობამ 200 000 ერთეულს მიაღწია, 2023 წელს 2020 წელთან შედარებით 63 % ით გაიზარდა ყველა ტიპის გაცემული ნებრათვა.
ასევე მზარდია, გადამზიდველების რაოდენობა 2023 წელს – 6 500 ს მიაღწია და ოთხ წელიწადში 56 % გაიზარდა. ანალოგიურად მზარდია სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაც, მხოლოდ 2023 წელს – 16 130 ერთეულს მიღწია და სამ წელიწადში – 35 % ით გაზარდა.
წარმოდგენილი ანალიზი მკაფიოდ წარმოაჩენს, საქართველოში გადაზიდვების დინამიურად მზარდი ბაზრის არსებობას, რაც თავის მხრივ უბიძგებს დარგში პოლიტიკის გამტარებელ ორგანოს აქცენტი გადაიტანოს ბაზრის გახსნის ანუ ლიბერალური მიდგომების დანერგვის აუცილებლობაზე.
მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება, ქართველი გადამზიდველების, მრავალჯერადი (ECMT) ნებართვით ევროპულ სივრცეში შეღწევადობაა.
როგორც პუბლიკაციაში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ ნებართვების რაოდენობა სპეციალური ფორმულით რეგულირდება, ქართველი გადამზიდავების მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა ეუფლება ევროპულ სივრცეში შეღწევადობის ნებართვას. 2025 წელს მხლოდ 1 498 ერთეული სატრანსპორტო საშუალებაა დაშვებული, თუ გავითვალისწინებთ, რომ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 16 000 ს აჭარბებს, გამოდის მონაწილეთა 9 % ს აქვს შესაძლებლობა მიმზიდველი ნებართვით შევიდეს ფინანსურად მიმზიდვედ ევროპულ ბაზარზე, სატრანსპორტო საშუალებების დარჩენილ ნაწილს კი უწევს, დაბალ ტარიფიან გადაზიდვების ბაზრებზე ადაპტირება.
"წარმოდგენილი ანალიზი გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ ევროპულ ბაზრებზე შეღწევადობის გაზრდა უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს სამთავრობო პრიორიტეტს. რთულად წარმოსადგენია, ქვეყანაში მიმდინარე ანტიდასავლური რიტორიკის საფუძველზე, ამ პრობლემის მოსაგვარებლად რა სახის ბერკეტებს გამოძებნის სახელმწიფო.
რას წარმოადგენს უნებართვო სისტემა? უნებართვო სისტემა თავის თავში მოიაზრებს, ორ ქვეყნას შორის – ბილეტარულ დონეზე, ბიუროკრატიული საავტომობილო ორმხრივი სანებართვო სისტემის სრულად გაუქმებას.
საავტომობილო გადამზიდავებისთვის ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით, უნებართვო სისტემას გააჩნია რამოდენიმე დადებითი ეფექტი:
პირველი მეწარმე – გადამზიდავი არ იხდის ნებართვის ღირებულებას რაც დადებითად აისახება მის ფინანსურ მდგომარეობაზე;
მეორე – გადამზიდველი არ არის დამოკიდებული, სახელმწიფოს მოლაპარაკებაზე ნებართვების გაზრდის ან დამატების თაობაზე;
მესამე – გამორიცხავს ნებართვების „დახლს“ ქვემოდან რეალიზებას, რაც რეგიონის მრავალ სახელმწიფოში აპრობირებული მახინჯი პრაქტიკაა.
რაც შეეხება ქვეყნისთვის უარყოფით ფაქტორს, აქ მოაზრება საკუთარი ბაზრის დაცვის აუცილებლობა, ძირითადად ისეთ ორ სახელმწიფოთა შორის ურთიერთდამოკიდებულებას ეხება რომელთა ექსპორტი არატოლფასოვანია," - ვკითხულობთ სტატიაში.
აქვე გაანალიზებულია უკრაინის მაგალითიც და აღნიშნულია, რომ უკრაინაში საავტომობილო გადაზიდვების ლიბერალზაციის პროცესი, მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყანაში მიმდინარე, პირველ რიგში საომარ პროცესებთან, გამოსაყოფია ევროკომიისის როლი, კერძოდ უკრაინასა და ევროკომისიის შორის 2022 წელს დადებული ხელშეკრულება მუდმივად ექვემდებარება განახლებას და ვადის გახანგრძლივებას.
"ხელშეკრულების ტექსტი ითვალისწინებს, ორმხრივი და ტრანზიტის ნებართვების გარეშე გადაზიდვების განხორციელებას. 2022 წლიდან დაწყებული, ეტაპობრივად ანვითარებს და აფართოებს საავტომობილო გამაზიდველებისათვის უნებართვო სისტემას.
ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით უკრაინამ 36 ქვეყანასთან, მათ შორის უმეტესობა ევროკავშირის ზონის სახელმწიფოსთან გააფორმებული აქვს ინდივიდუალური ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა 2025 წლის ბოლომდეა.
უკრაინამ 2024 წელს გააფორმა ხელშეკრულება, ნორვეგიასთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ჩერნოგორიასთან, ვადა გააგრძელა მოლდოვასთან და თურქეთთან.
ბოლო ბილეტარული, უნებართვო შეთანხმება უკრაინასა და ნორვეგიის სამეფოს შორისაა დადებული, ეხება მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა Евро-5 და მაღალი ტიპის სატრანსპორტო საშუალებებს, უნებართო მიმოსვლა ვრცელდება როვორ ორმხივ ისე ამ ქვეყნებზე სატრანზიტო რეჟიმებზე.
იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა ტიპი Евро-5 ზე დაბალია, ჩვეულებრივად მანამდე მოქმედი სანებართვო რეჟიმი ვრცელდება. ასეთი დივერსიფიცირებული მიდგომა ბუნებრივია საავტომობილო გზებზე ეკოლოგიური ასპექტებითაა განპირობებული," - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.
რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინას შორის ბილეტარულ ხელშეკრულებას, პუბლიკაციის ავტორის განმარტებით, უკრაინელ გადამზიდავს უფლება ეძლევა უნებართვოდ განახორცილეოს გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო ქართველი გადამზიდავი ვალდებულია ნებრთვის შეძენის შემდგომ განახორციელოს გადაზიდვა უკრაინის ტერიტორიაზე, ფაქტიურად ქართველმა გადამზიდველმა ვერ იხეირა უკრაინასთან დადებული ხელშეკრულებით.
"სადღეისოდ, მხოლოდ საქართველოსა და სომხეთს შორის მოქმედებს, გადაზიდვების ლიბერალური – უნებართვო რეჟიმი, ამასთან, საქართველოს მხარე სამთავრობო დონეზე მუდმივად აყენებს წინადადებას ნებართვების დაწესების შესახებ. ფაქტიურად, საქართველო საერთაშორისო გადაზიდვებიში მყარად იზოლირებულია ლიბერალური მიდგომების გამოყენებისგან და რეგიონის ყველა სახელმწიფოსთან დაწესებული აქვს სანებართვო სისტემა.
საავტომობილო გადაზიდვების ლიბერალიზაცია მოიცავს არა მხოლოდ სანებართვო სისტემის გაუქმებას, არამედ ქვეყნებს შორის ნებართვების ელექტრონულ ფორმატში გაცვლას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ბიუროკრატიულ ბარიერებს და შესაძლებლობას აძლევს გადამზიდველს, წინასწარი დეკლარირების და თანხის გადახდის შემდგომ ელექტრონულად მიიღოს ნებართვა და წარადგინოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტში.
ასეთი მიდგომა, სულ უფრო ფართოდ იმკვიდრებს ფეხს გადაზიდვებში და ბაზრის ლიბერალიზაციისკენაა მიმართული," - ვკითხულობთ სტატიაში.
აქვე ხაზგასმულია, რომ ნებართვების ელექტრონულ გაცვლის სისტემა ფართოდაა აპრობირებული რეგიონის ქვეყნებში. მაგალითისთვის უზბეკეთსა და თურქეთს შორის 2021 წლიდან მოქმედებს და გადამზიდველებს ნებართვები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ მიიღონ.
გადამზიდავებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ დოკუმენტაცია E-avto ruxsatnoma ონლაინ სერვისის დახმარებით და E-Permit ის ელექტრონული სისტემის გამოყენებით.
2024 წლის ბოლოდან ყაზახეთსა და ჩინეთს შორის სრულად ამოქმედდა და დაინერგა ე.წ. „ისტორიული სიახლე“ – სატვირთო ნებართვების ელექტრონული გავცლის სისტემა.
ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ნებართვის გაცემა ხორციელდება ციფრულად – გადაზიდვის განხორციელებისას უშუალოდ საზღვრის გადაკვეთისას.
2024 წელს ყაზახი გადამზიდავებისათვის ჩინეთმა გამოყო 240 ათასი ნებართვა და მასში 30 ათასი ნებართვის გაცემა განახორციელდა, საპილოტო პროექტის – ელექტრონული გაცვლის სისტემით.
"საქართველოში ბილეტარულ – ომხრივ დონეზე ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემა არ არის დანერგილი და არ ფუნქციონირებს. ნებისმიერი გადამზიდველი ვალდებულია, ოფისში მისვლით – შეიძინოს ნებართვა და წარადგინოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, კომუნიკაციების ციფრულ ეპოქაში ბუნებრივია ასეთი მოდელი, დამატებით ბარიერს წარმოადგენს," - წერია transcor.ge-ს სტატიაში.
აქვე ხაზგასმულია, რომ 2025 წლის იანვრიდან ყაზახეთმა საავტომობილო ბაზრის ლიბერალიზაციის მიზნით, ნებართვების გაცემის ახალი მექანიზმი აამოქმედა, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო გადაზიდვებში მონაწილე ყაზახი გადამზიდველებისათვის ნებარათვების გაცემის პროცესის სრულ ავტომატიზაციას.
ავტომატიტიზაციის პროცესი ითვალისწინებს, სახლიდან გაუსვლელად, ნებართვის მისაღებად განაცხადის E-license ის პლატფორმაზე დაფიქსირებას, რომლის შემდგომ გადამზიდველი, რუტინული ორდღიანი განხილვის ნაცვლად, 40 წუთში იღებს შეტყობინებას ნებართვის გაცემის თაობაზე. გადამზიდავი თანხის გადახდის შემდგომ ელექტრონულ ფორმატში იღებს ნებართვის ბლანკს.
ავტომატიზირებული სისტემით ნებართვების განაწილება უზრუნველყოფს, ნებისმიერი სატრანსპორტო კომპანიის ბაზარზე თავისუფალ დაშვებას და მიმართულია კორუფციის მინიმალიზაციისკენ.
პუბლიკაციის ავტორის ინფორმაციით, ყაზახი გადამზიდველების განმარტებით, თუ ელექტრონული გაცემის სისტემის ამოქმედებამდე, „შავ ბაზარზე“ ნებართვაში 300 – 500 დოლარს იხდიდნენ, სადღეისოდ, ეს პრობლემა არ არსებობს.
სტატიაში ნატქვამია, რომ გადამზიდველებისათვის ნებართვის ავტომატიურ რეჟიმში გაცემის, სხვა ქვეყნებში აპრობირებული სისტემა საქართველოში არ არის დანერგილი.
"დასკვნის სახით უნდა აღინიშოს, რომ წარმოდგენილი ანალიზის საფუძველზე, საქართველოში საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ბაზარი ჯერ კიდევ შორსაა ლიბერალური მიდგომებისაგან," - წერია სტატიაში.