ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით პროგრესი გვაქვს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ BMG-ის კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, ბაზრობის მესაკუთრეებთან ინტენსიურად იმართება შეხვედრები.

„ისინი გარკვეულ გეგმარებაზე მუშაობენ, ჩვენ აქამდე თუ გვქონდა შეუთანხმებლობის პრობლემა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ აღარ გვაქვს. ქალაქის გენ-გეგმაში ელიავას ბაზრობის არეალთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები უკვე შევიტანეთ, გზათა ქსელი უკვე დატანილია. ახალი გზათა ქსელის შესაბამისად, ყველას აქვს შესაძლებლობა თავიანთი არეალის გრგ (განაშენიანების რეგულირების გეგმა) დაამუშაოს, ერთ-ერთი მსხვილი არეალის გეგმარებასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, მე ამ დღეებშიც მაქვს შეხვედრები, თუმცა დეტალურ ინფორმაციას ახლა ვერ გაგიმხელთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს თვეებში გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

bm.ge