შპს „საქართველოს მელიორაცია“ გურიაში სადრენაჟე სისტემებს აწესრიგებს - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„ღონისძიებები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამშრობ ქსელზე მიმდინარეობს.

სოფელ გორაბერეჟეულში, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან, 2,6 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოები არხებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, 15 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს.

სადრენაჟე არხების გაწმენდით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია მაისში დაასრულებს“ - ნათქვამია ინფორმაციაში.