საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, ბალტიისპირეთის ქვეყნებს მემკვიდრეობით დარჩათ, იმ პერიოდისათვის რუსეთის ექსპორტზე ორიენტირებული თანამედროვე სანავსადგურე და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რითაც უზრუნველყოფდნენ საკუთარი ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნებას.

2000 წლებიდან რუსეთი აქტიურად იწყებს, ბალტიის ქვეყნების ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ნავსადგურებიდან – რიგა, ვენცპილისი, ლიეპაია, ტალინი, კლაიპედა, ექსპორტზე ორიენტირებული ტვირთნაკადების, რუსეთის ბალტიის ზღვის ნავსადგურებში – სანქტ – პეტერბურგი, უსტ – ლუგა, ვიბორგი, კალინინგრადი, პრიმორსკი, ვისოცკი ეტაპობრივად გადმორთვის პოლიტიკის გატარებას.

თუ 2000 წლისათვის ბალტიის ზღვის აუზში რუსეთის ექსპორტის  ნაწილი – 26% მუშავდებოდა რუსეთის ნავსადგურების გავლით, დანარჩენი ტვირთები კი  გადაიზიდებოდა ბალტიის სამი ქვეყნის ნავსადგურების გავლით, 2007 წლისათვის თანაფარდობა იზრდება 55% მდე, 2015 წლისათვის 62% მდე, 2030 წლისათვის რუსეთს ნავარაუდევი აქვთ საექსპორტო ტვირთნაკადის 95% ი საკუთარ ნავსადგურებში გადმოამისამართოს და იქიდან გაიტანოს მსოფლიო ბაზრებზე.

რუსეთმა ბალტიის საკუთარი ნავსადგურების ინფრასტრუქტურის  გაფართოების პარალელურად, საექსპორტო ტვირთები, რომელიც მანამდე ბალტიის ქვეყნების ნავსადგურებისკენ მიემართებოდა ეტაპობრივად გადმორთო მის საკუთრებაში მყოფ ოთხ მსხვილ ნავსადგურში.

რუსეთის მიერ საკუთარი ნავსადგურების მიმართ გატარებულმა პროტექციონისტურმა პოლიტიკამ (იხ. დიაგრამა) გამოიწვია 2012 – 2024 წწ ბალტიის ქვეყნების ნავსადგურების ჯამური ტვირთბრუნვის 40 % ით შემცირება.

ბალტიის ქვეყნების ნავსადგურებში შემცირებული ტვირთბრუნვა ბუნებრივია გადამისამართდა რუსეთის ბალტიის ნავსადგურში სადაც 2012 – 2024 წწ ჯამური ტვირთბრუნვა 32 % გაიზარდა.

რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, საომარი დაპირისპირების ფონზე, ბალტიის ზღვის აუზის რუსეთის ნავსადგურებმა 2024 წელს ჯამურად გადაამუშავდა სარეკორდო  273 მლნ ტონა ტვირთი.

ბალტიის ზღვის რუსეთის  ნავსადგურების ტვირთბრუნვა ბოლო 20 წლის განმავლობაში 3.6 ჯერ გაიზარდა, ხოლო ბალტიის ქვეყნების ესტონეთის, ლიტვის და ლატვიის ნავსადგურების ჯამური ტვირთბრუნვა, რუსეთის აგრესიული სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგად, ფაქტიურად დაუბრუნდა 20 წლის წინანდელ მაჩვენებელს.

თუ ეკონომიკური განზომილებით შევხედავთ პროცესს, თუ მანამდე ბალტიის ქვეყნების მშპ ში ტრანსპორტს ძირითადი ადგილი ეკავა (ესტონეთი – 8%, ლატვია – 10%, ლიტვა – 15%) რუსეთის ქმედებით საგრძნობლად შემცირდა ტრანსპორტის წილი მშპ ში, რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიაყენა ბალტიის ქვეყნებს.

ბალტიის ქვეყნების მიმართ რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ, ტვირთების შემცირების თვალსაზრისით, ნავსადგურების მსგავსად, მნიშვნელოვნად  დააზარალა მათი რკინიგზები (იხ. დიაგრამა).

რუსეთის მიერ განხორციელებული სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგად, ლატვიის რკინიზაზე 2014 – 2024 წლებში ნავსადგურების გავლით სატრანზიტო ტვირთბრუნვა – 2014 წელს – 47 მლნ ტონიდან 2024 წელს 7.1 მლნ ტონამდე –  6.6 ჯერ შემცირდა.

ანალოგიურად ესტონეთის რკინიგზაზე 2014 წელს რკინიგზის ტვირთბრუნვა 19.2 მლნ ტონიდან, 2024 წლისთვის 4 ჯერ შემცირდა და 4.8 მლნ ტონას მიაღწია.

ბალტიის ქვეყნები ჩინეთის ტვირთნაკადით ვარაუდობდნენ დაეკომპენსირებინათ რუსეთიდან გადამისართებული ტვირთები, მაგრამ ჩინეთისათვის ევროპაში ტრანსპორტირებისათვის ფინანსურად მიმზიდველი აღმოჩნდა, ერთი ქვეყნის ტერიტორიის რუსეთზე გამავალი მარშრუტი.

მიუხედავდ იმისა, რომ რუსეთის სტრატეგია ემყარება, ბალტიის ნავადგურიდან საკუთარ ნავსადგურებში ტვირთნაკადების სრულად გადმომისამართებამ,  ფინანსურად  დააზარალა უშულოდ რუსეთის სატრანსპორტო ინდუსტრია, რადგანაც ბალტიის ნავსადგურებში და რკინიგზებზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები რუსეთის კომპანიებს აქვთ განთავსებული, ამიტომ ბალტიის ქვეყნების ნავსადგურებში  მათი ფინანსური კონტრიბუციით შექმნილი ინფრასტრუქტურა დაუტვირთავი აღმოჩნდა.

გრძელვადიან ჭრილში ბალტიის ქვეყნებიდან რუსეთის მიმართულებით ტვირთნაკადების გადმორთვა, ეკონომიკურად მომგებიანი რუსეთის სატრანსპორტო ინდუსტრიისთვის აღმოჩნდება, რადგანაც ეტაპობრივად დაიტვირთება სანავსადგურე ინფრასტრუქტურა.

მეორეს მხრივ, ამ პროცესს რუსეთისათვის ახლავს უარყოფითი გვერდითი ეფექტი, მას მოუწევს ბალტიის ქვეყნებში გამონთავისუფლებული – დაუტვირთავი,  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რეალიზება, რითაც საბოლოოდ დაკარგავს ბალტიის ქვეყნებზე პოლიტიკური ზეგავლენის ბერკეტს.

ცნობისათვის, ბალტიის ნავსადგურებში მრავალადაა რუსეთის ინვესტიციებით შექმნილი სასაწყობო თუ გადამამუშავებელი  სანავსადგურე ინფასტრუქტურა.

რუსეთის მსხვილი კომპანიები პარალელურად დაკარგავენ, ბალტიის ქვეყნების რკინიგზებში მარაგნაწილებით და მოძრავი შემადგენლობით მომარაგების დომინირებულ პოზიციებს.

მაგალითისთვის მოძრავი შემადგენლობის მწარმოებელ რუსეთის უმსხვილეს ტრანსმაშჰოლდინგს მილიონობით კონტრაქტები გააჩნია ლიტვის რკინიგზაში.

რუსეთის გასვლას ბალტიის ქვეყნების სატრანსპორტო ინდუსტრიიდან დამატებით დადებითი ეფექტი გააჩნია, მომენტალურად შეწყდება კორუფციის და ფულის რეცხვის რუსეთში გავრცელებული პოლიტიკა.

მოიხედავად ასეთი მოსალოდნელი სცენარისა, ბალტიის სივრციდან რუსეთის სრულად გამოსვლა ეწინააღმდეგება, რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას, რადგანაც იგი არასდროს არ მალავს, რომ ტრანსპორტის სფეროს აღიქვამს არა მარტო როგორც ეკონომიკის კონკრეტულ დარგს არამედ როგორც  – საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის მნიშვნელოვან იარაღს.

ბალტიის ქვეყნებმა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით იპოვეს გამოსავალი, ერთობლივად ანვითარებენ ევროპულ სივრცესთან დამაკავშირებელ Rail Baltic ის ჩქაროსნული რკინიგზის პროექტს, რომელიც როგორც ტვირთნაკადების გადმორთვის ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენების თვალსაზრისით სრულად  გამორიცხავს რუსეთის ჩარევას.

დასკვნის სახით – ბალტიის ქვეყნების მაგალითი, საქართველოს პოლიტიკურ წრეებში მოითხოვს დეტალურ გაანალიზებას,  რადგანაც რუსეთის პოლიტიკა საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პირდაპირ თუ ირიბად დაუფლებასთან დაკავშირებით და შემდგომ მისი შეხედულებით ტვირთნაკადებით მომარაგება დღესაც აქტუალურია.

წყარო: transcor.ge