გერმანული ავტოგიგანტი Volkswagen-ი კრიტიკულ ვითარებაშია, - ინფორმაციას Der Spiegel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, Volkswagen-ის ხელმძღვანელობა კონცერნს არსებობისთვის საფრთხის ქვეშ მყოფად აფასებს.
Volkswagen Group-ის ხელმძღვანელების შეფასებით, კონცერნის მდგომარეობა, შესაძლოა, გაცილებით უფრო კრიტიკული იყოს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ამაზე არა ავტომობილების ექსპერტები ან ძვირად ღირებული კონსულტანტები, არამედ თავად კომპანიის მაღალი მენეჯმენტი საუბრობს, წერს გამოცემა.
კომპანიაში ჩატარებული ანონიმური გამოკითხვის ფარგლებში გამოიკითხნენ როგორც დირექტორატის წევრები, ისე სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლები. ამ უჩვეულო კვლევის მიზანი იყო შიდა ერთიანობისა და გუნდის განწყობის შეფასება.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რომელიც Manager Magazin-მა მოამზადა, გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ხელმძღვანელობის ძირითადი ნაწილი კონცერნის მდგომარეობას უკიდურესად კრიტიკულად აფასებს.