რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2025 წელს გზების ხარჯზე შემცირდება,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე განმარტავს.

როგორც გიორგი კაკაურიძე ამბობს, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დიდ დაფინანსებებს მოითხოვდა, წელს სრულდება.

„საგზაო ინფრასტრუქტურის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთები სრულდება წელს. დაახლოებით 300 მლნ-ით ნაკლები გვჭირდება გზის ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მიმდინარეა. რიკოთის მონაკვეთის დიდი ნაწილი, ბათუმის შემოვლითი გზა და ა.შ. დასრულების ეტაპზეა და წელს შედის უკვე ექსპლუატაციაში. ნაწილი ამ რესურსის გადავანაწილეთ წყლის ინფრასტრუქტურაზე. მხოლოდ ორი პროექტია ჩადებული, რომელიც რამდენიმე წლის წინ არის ჩადებული, მათ შორის სადახლოსა და წითელი ხიდის მაგისტრალების დაგრძელება. ახალი სხვა პროექტები ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

სამინისტროს ბიუჯეტის შემცირების მიზეზით დაინტერესდა დეპუტატი ფრიდონ ინჯია. 

2025 წლის ბიუჯეტი განიხილეს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა გაერთიანებულ სხდომაზე პარლამენტში.