კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, 11 მაისს, „ჯივიპი“ ბახტრიონის სატუმბო სადგურზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებში წყალმომარაგება 24 საათით შეიზღუდება.
„ხვალ, 11 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბახტრიონის სატუმბო სადგურზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები, პარალელურად, სამ სხვადასხვა მისამართზე შესრულდება.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები კაკაბაძის და ბალანჩივაძის ქუჩებზე, წყალსადენის ძველ დაზიანებულ ქსელებს ახლით შეცვლიან. ასევე, თამარაშვილის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება. რეაბილიტაციის შედეგად, ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის, კრწანისის და ჩუღურეთი რაიონის აბონენტებისთვის მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება.
აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ხვალ, 11 მაისს, დღის 12:00 საათზე დაიწყება და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 11 მაისს, დღის 12:00 საათიდან 12 მაისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკე-საბურთალოს რაიონში - ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს და პირველ შესახვევს, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, მარაბდის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მიშველაძის, ნაფარეულის, აბაშიძის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, საჯაიას, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, დარიალის, რადიანის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.
ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, დოლიძის, იყალთოს, ჩიქოვანის, კოსტავას, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, კანდელაკის, ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, გამრეკელის, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელის, თამარაშვილის, ოთარ ჩხეიძის და მიმდებარე ქუჩებს.
მთწმინდა-კრწანისის რაიონში - რუსთაველის გამზირს, კაკაბაძის, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, კაკაბაძეების, ბოცვაძის, გაბაშვილის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, კოტე მახარაძის, ანჯაფარიძის, ჭიაურელის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის, კოსტავას I, II შესახვევებს, მედეა (მზია) ჯუღელის, ლარსის, რჩეულიშვილის, ბელინსკის, ბაშალეიშვილის, ახვლედიანის, მესხიას, გრიბოედოვის, ფურცელაძის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, მთაწმინდის, არსენას, ქიქოძეს, ბესიკის, შევჩენკოს, ჟორდანიას, ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას,, ჭონქაძის, ამაღლების, ლეონიძის, ლერმონტოვის, მაჩაბელის, გ. ტაბიძის, დადიანის, ერისთავის-ხოშტარიას, თარხნიშვილის, ჯანაშიას, წავკისის, შინდისის, შხეფის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილის, სანაპიროს, ბროსეს, პუშკინის, ლადო ასათიანის, გორგასლის, ღვინის აღმართის, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩებს, თაბუკაშვილის და ორთაჭალის ქუჩების ნაწილს, ოქროყანას,
ჩუღურეთის რაიონში - მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს და უშანგი ჩხეიძის ქუჩას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge,“ - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.