ყოველკვირეულად, გაურკვევლობის მიზეზით, Credit Suisse-ის ასობით თანამშრომელს ათავისუფლებენ სამსახურიდან. ამის შესახებ Reuters-ი 2 წყაროზე დაყრდნობით წერს.

როგორც ერთმა წყარომ განაცხადა, Credit Suisse-ის უფრო უსაფრთხო სამუშაოს ეძებენ კონკურენტებთან,

შვეიცარიული გაზეთი Blick-ი ოთხშაბათს იტყობინება, რომ Credit Suisse-ი სამუშაოდან ყოველდღიურად 150 ადამიანს ათავისუფლებს. ერთ-ერთი წყაროს განცხადებით ბანკი კვირაში დაახლოებით 200 თანამშრომელს ითხოვს.

Credit Suisse-მა აპრილში განაცხადა, რომ „ბანკის შემცირების მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, ვიდრე გასულ წელს“ და, პირველი კვარტალის ბოლოს, მას 48 000-ზე მეტი სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი ჰყავდა. 2022 წლის ბოლოსთვის ბანკმა 50,480 სრულ განაკვეთზე მყოფი თანამშრომელი დააფიქსირა

Bloomberg-ი იტყობინებოდა, რომ ესპანეთის უმსხვილესმა ბანკმა Santander-მა Credit Suisse-ს რვა ბანკირი დაიქირავა და მეტის დაქირავებასაც გეგმავს.

UBS ჩქარობს დახუროს გარიგება Credit Suisse-სთან მიმდინარე კვარტალის ბოლომდე, რადგან ცდილობს, რათა Credit Suisse-ის მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის მეტი ნდობა უზრუნველყოს. ბანკის თავმჯდომარემ, კოლმ კელეჰერმა, გასულ კვირას თქვა, რომ ეს ძალიან მალე მოხდება.

UBS-ის მენეჯმენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ძალიან დიდ მოთხოვნებს წაუყენებს Credit Suisse-ის საინვესტიციო ბანკის პერსონალს მათი შენარჩუნების გადაწყვეტილების მიღებისას.