2024 წელს სახელმწიფო უწყებებმა მივლინებებში ჯამურად, 71.3 მლნ ლარი დახარჯეს, რაც 1.2 მლნ ლარით ნაკლებია, 2023 წლის მონაცემზე. კერძოდ, 2023 წელს მივლინების ჯამურმა ხარჯმა 72.5 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის „ბიუჯეტის მონიტორის“ მონაცემებიდან ირკვევა.
ანგარიშის მიხედვით, სამინისტროებს შორის, 2024 წელს, მივლინებაში ყველაზე მეტი ხარჯი იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა - კერძოდ, 17.1 მლნ ლარი. ეს კი მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლის ხარჯის მაჩვენებელს. უფრო კონკრეტულად, 2023 წელს მივლინებებში უწყებამ ბიუჯეტიდან 8.8 მლნ დახარჯა.
გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას, სამინისტროების, პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციის 2024 წლის სამივლინებო ხარჯების შესახებ:
- პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 2.1 მლნ ლარი ;
- პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 478 712 ლარი;
- მთავრობის ადმინისტრაცია - 2.3 მლნ ლარი;
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 47 190 ლარი;
- ფინანსთა სამინისტრო - 1.6 მლნ ლარი;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 4.1 მლნ ლარი;
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 528 685 ლარი ;
- იუსტიციის სამინისტრო - 17.1 მლნ ლარი;
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 3.1 მლნ ლარი ;
- საგარეო საქმეთა სამინისტრო - 3.3 მლნ ლარი;
- თავდაცვის სამინისტრო - 9 მლნ ლარი;
- შინაგან საქმეთა სამინისტრო - 7.7 მლნ ლარი;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 5.8 მლნ ლარი;
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 4.5 მლნ ლარი;
- კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 4.1 მლნ ლარი.
წყარო: bpn.ge