სადაზღვევო კომპანიების ფინანსური შედეგების თანახმად, დაზღვეული ტვირთების რაოდენობამ 2022 წლის განმავლობაში 33 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 7 ათასით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ტვირთების დაზღვევის რაოდენობის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:

თიბისი დაზღვევა - 12 683

ჯი პი აი ჰოლდინგი - 6356

ალდაგი - 5702

ევროინს ჯორჯია - 3367

ირაო - 1209

კომპანიებმა 2022 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით სულ 12 268 682 ლარის პრემია მოიზიდეს, რაც 2021 წლის შედეგზე დაახლოებით 20%-ით მეტია (2021 წელს 10 172 645 ლარი იყო). ყველაზე მეტი „ალდაგმა“ მოიზიდა 3 963 193 ლარი, მეორეზე „ირაოა“ 2 464 936 ლარით, მესამეზე „ჯი პი აი ჰოლდინგი“ 2 098 024 ლარით, მეოთხე და მეხუთე ადგილს კი შესაბამისად „თიბისი დაზღვევა“ (1 492 426 ლარი) და „უნისონი“ (762 868 ლარი) ინაწილებენ.

რაც შეეხება ანაზღაურებულ ზარალს, გასულ წელს ტვირთების დაზღვევის სახეობაში, 1 685 925 ლარის ზარალი ანაზღაურდა. ყველაზე მეტი ზარალი, „ალდაგმა“, „ჯი პი აი ჰოლდინგმა“ და „ირაომ“ აანაზღაურეს.