ამერიკელ მომხმარებელს შოკოლადი გაუძვირდა. ამჟამად ამერიკული შოკოლადის საშუალო ფასი $3.08-დან $5.72-ის დიაპაზონში მერყეობს. ფასი შოკოლადზე  წელს 10-დან 20%-მდეა გაზრდილი, ერთ წლიან ჭრილში. გაძვირების მიზეზი შოკოლადის მთავარი ინგრედიენტის, კაკაოს ფასის რეკორდულ ზრდას უკავშირდება. 

JPMorgan-ის კვლევით, კაკაოს მწარმოებელი მთავარი რეგიონი დასავლეთ აფრიკაა, რომელიც გლობალური წარმადობის 80%-ს აწარმოებს. აქ კლიმატის ცვლილების, ამინდის არახელსაყრელ პირობებისა და  მცენარის დაავადების გამო, კაკაოს წარმოების კლება ჯერ კიდევ 2024 წლის დასაწყისიდან შეინიშნება.

კაკაოს დეფიციტი 478 ათასი ტონას უტოლდება, რაც მოთხოვნა მიწოდებას შორის დისბალანსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.