საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 კომპანია დააჯარიმა. გადაწყვეტილებების თანახმად, დაჯარიმების ძირითადი მიზეზი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანების მოთხოვნის დარღვევაა, რომელიც ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესს შეეხება.
დაჯარიმებული კომპანიები შემდეგია:
- ინდივიდუალური მეწარმე "ინდივიდუალური მეწარმე თამარ ფატლაძე" 2 000 ლარით დაჯარიმდა
- ინდივიდუალური მეწარმე "ალბერტ აკოფიანი" 2 000 ლარით დაჯარიმდა
- ინდივიდუალური მეწარმე "მამუკა მარიამიძე" 2 000 ლარით დაჯარიმდა
- ინდივიდუალური მეწარმე "თამარა აბაშიძე" 2 000 ლარით დაჯარიმდა
- ინდივიდუალური მეწარმე "მიხეილ ფიფია" 3 000 ლარით დაჯარიმდა
- ინდივიდუალური მეწარმე "ანა ქულუსაშვილი" 2 000 ლარით დაჯარიმდა
- შპს "ნუკი" 6 000 ლარით დაჯარიმდა (სებ-ისთვის ანგარიშგების განმეორებითი წარუდგენლობის გამო)
- შპს "ემ ენდ ემ" 2 000 ლარით დაჯარიმდა
- შპს "ტიფლისი" 2 000 ლარით დაჯარიმდა
- შპს "თეთრი" 2 000 ლარით დაჯარიმდა
- შპს "კარგი დღე" 2 000 ლარით დაჯარიმდა.
- შპს "ბიტკროსს" 3 000 ლარით დაჯარიმდა.
- შპს "გიგა 1974" 6 000 ლარით დაჯარიმდა (სებ-ისთვის ანგარიშგების განმეორებითი წარუდგენლობის გამო)
- შპს "ფავორიტი-54" 6 000 ლარით დაჯარიმდა (სებ-ისთვის ანგარიშგების განმეორებითი წარუდგენლობის გამო)
- სს "იბა ჯეო" სებ-ისთვის ანგარიშგების დროულად წარუდგენლობისთვის 5 000 ლარით დაჯარიმდა.
- შპს "საფინანსო პლიუსს" სებ-ისთვის ანგარიშგების განმეორებით წარუდგენლობისთვის 10 000 ლარი დაეკისრა.
- შპს "საქართველოს აღსრულების სამსახური" სებ-ისთვის ანგარიშგების განმეორებით წარუდგენლობისთვის ასევე 10 000 ლარით დაჯარიმდა.
- შპს "პეიფაი" სებ-ისთვის ანგარიშგების დროულად წარუდგენლობისთვის 5 000 ლარით დაჯარიმდა.