"ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება ჩვენს პროგნოზებთან შესაბამისობაშია, - ამის შესახებ TBC Capital-ის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე შეფასებით, განაკვეთის ცვლილება პირველ რიგში პროგნოზზე მოქმედებს და ამიტომ, ვფიქრობ, რომ განაკვეთი იმავე დონეზე კიდევ გარკვეული პერიოდი იქნება.
"მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე დაბალია, მაგრამ პროგნოზით აღნიშნულ მაჩვენებელს მცირედით გადააჭარბებს. რა თქმა უნდა, განაკვეთის ცვლილება პირველ რიგში პროგნოზზე მოქმედებს და ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს კონსესუსია, რომ განაკვეთი იმავე დონეზე კიდევ გარკვეული პერიოდი იქნება. როგორც აღინიშნა არის როგორც პოზიტიური განვითარების სცენარები, ისე ნეგატიურის. ამ მხრივ ძალიან მოკლედ ვიტყოდი, რომ რაც დღეს არის ცენტრალურ ბანკებში, რომ ისინი უფრო მეტად აკეთებენ აქცენტს არა ერთ სცენარზე, არამედ რამდენიმე სცენარზე ამ მხრივ საკმაოდ დიდი სამუშაოები მიდის ეროვნულ ბანკშიც.
როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ სცენარებზე უფრო მეტი აქცენტი კეთდება, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომ მათ ალტერნატიულ სცენარებზე იფიქრონ, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია", - აცხადებს ოთარ ნადარაია.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 12 მარტის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.