2023 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 369.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20%-ით (308.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი, 159.6 მილიონი დოლარი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე $40.8 მილიონის ოდენობის გზავნილებით საბერძნეთია, მესამეზე კი ამერიკის შეერთებული შტატები.
ამ ზრდის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების სისტემებს შორის #1 ადგილზეა რუსული Unistream. სრული რეიტინგი ასე ნაწილდება:
Unistream - 83.9 მილიონი დოლარი;
Zolotaya Korona - 65 მილიონი დოლარი;
RIA - 56.8 მილიონი დოლარი;
Western Union - 46.9 მილიონი დოლარი;
Contact - 44.4 მილიონი დოლარი;
Money Gram - 37.7 მილიონი დოლარი;
Intel Express - 24 მილიონი დოლარი;
Rico Gram - 10.7 მილიონი დოლარი.