მიმდინარე წლის ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 562 350 ერთეული შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 120 254 ერთეულს შეადგენდა, ხოლო Mastercard-ის 106 056 ერთეულს, ხოლო 336 040 ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა.  

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, ქართული საბარათე ინსტრუმენტებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ჯამში 269 მლნ ოპერაცია შესრულდა, თანხობრივად 20.6 მილიარდი ლარის.

საბარათე ინსტრუმენტების სტატისტიკის თანახმად, შესრულებული ოპერაციების 94% რაოდენობრივად და 90% თანხობრივად შესრულდა ქვეყნის შიგნით, ხოლო შესაბამისად 6% და 10% - ქვეყნის გარეთ.