საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2023 წლის პირველი კვარტალი 588 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს, რაც წლიურად 42%-ით არის გაზრდილი.

საქართველოში არსებული 15 კომერციული ბანკიდან 13 მოგებაზეა, ორი ბანკი კი ზარალზე.

ზარალის მქონე ბანკებია პეისერა - -0.211 მლნ ლარის ზარალით და  სილქ ბანკი - -0.782 მლნ ლარის ზარალით.

ბანკებს შორის ყველაზე დიდი 280 მილიონი ლარის წმინდა მოგება საქართველოს ბანკს აქვს. 210 მილიონი ლარის წმინდა მოგებით მეორე ადგილს „თიბისი ბანკი“ იკავებს.

კომერციული ბანკების წმინდა მოგება 2023 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით კი ასეთია:

  • საქართველოს ბანკი - 280 მლნ ლარი;
  • თიბისი ბანკი - 210.2 მლნ ლარი;
  • ლიბერთი ბანკი - 19.4 მლნ ლარი;
  • კრედო ბანკი - 15.17 მლნ ლარი;
  • ბაზის ბანკი - 11.7 მლნ ლარი;
  • ვითიბი ბანკი - 11 მლნ ლარი;
  • პროკრედიტ ბანკი - 10.46 მლნ ლარი;
  • ხალიკ ბანკი - 9.56 მლნ ლარი;
  • ტერა ბანკი - 8.27 მლნ ლარი;
  • ქართუ ბანკი - 5.5 მლნ ლარი;
  • იშ ბანკი საქართველო - 5.1 მლნ ლარი;
  • ზირაათ ბანკი - 2 მლნ ლარი;
  • პაშა ბანკი - 0.188 მლნ ლარი;
  • პეისერა - -0.211 მლნ ლარის ზარალი;
  • სილქ ბანკი - -0.782 მლნ ლარის ზარალი.