საქართველოს ძირითადი ვალდებულებები  დენომინირებულია აშშ დოლარსა და ევროში, შესაბამისად, ქვეყნის სავალუტო რეზერვები ძირითადად ამ ვალუტებშია. ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების განთავსების კუთხით ყოველთვის სარგებლობს საერთაშორისოდ აღირებული რეზერვების მართვის პრინციპებით, - ამის შესახებ სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ხაზარაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ვალდებულების სავალუტო რისკის ჰეჯირების მიზნით, ვალდებულებებისა და რეზერვების სავალუტო კომპოზიცია მსგავსი უნდა იყოს. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია დივერსიფიკაციის პრინციპი რაც ითვალისწინებს სხვა ვალუტებში მცირე მოცულობით ინვესტირებას  მთლიანი რეზერვების ვოლატილობის შემცირებისა და შემოსავლიანობის ზრდის მიზნით.

 

შესაბამისად ვინაიდან ქვეყნის ძირითადი ვალდებულებები არის დენომინირებული აშშ დოლარსა და ევროში, ჩვენი სავალუტოკომპოზიცია, საერთაშორისო რეზერვები ძირითადად ამ ვალუტებშია. თუმცა ჩვენი ქვეყნის სავალუტო რეზერვების მცირე პორციაყოველთვის იყო განთავსებული განსხვავებულ ვალუტებში დივერსიფიკაციის მიზნით. ასეთი ვალუტები იყო: ავსტრალიური დოლარი, კანადური დოლარი და სხვა ვალუტები. მათ შორის, რა თქმა უნდა, მოიაზრება ჩინური იუანიც, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ვალუტა დივერსიფიკაციის კუთხით და 2021 წლიდან ჩვენ ჩინურ იუანში განთვსებული გვქონდა დაახლოებით 100 მილიონი დოლარის მოცულობის რეზერვები“, - აღნიშნა ალექსანდრე ხაზარაძემ.

 

თუმცა, მისივე თქმით, ეს იყო განთავსებული არა პირდაპირ, არამედ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მიერ დაფუძნებული დამართული საინვესტიციო ფონდის მეშვეობით.

 

ალექსანდრე ხაზარაძის განცხადებით, ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე პირდაპირი წვდომა, იძლევა საშუალებას ნაკლები ხარჯებით მოხდეს პირდაპირი ინვესტიციები, ასევე ეს იძლევა მეტ ინსტრუმენტებზე წვდომის შესაძლებლობას.

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჩინეთის  ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე პირდაპირი წვდომა  ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოიპოვა. შედეგადსაქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა ცენტრალური ბანკების იმ ჩამონათვალს, რომელთაც ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე ოპერირების საშუალება ეძლევათ.

ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.