2023 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 5.43 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.27 მილიარდი დოლარით მეტია, ხოლო წლის დასაწყისიდან რეზერვები 537 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 6 თვეში ეროვნულმა ბანკმა 1.06 მილიარდი დოლარის რეზერვები შეისყიდა. მათ შორის ივნისში შესყიდვების მოცულობა 138 მილიონი დოლარი იყო. ყველაზე დიდი - $322 მილიონიანი ინტერვენცია აპრილში განხორციელდა.
2 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონზე კი სებ-მა 17 მილიონი დოლარი გაყიდა. შესაბამისად, წმინდა შესყიდვებმა წლის პირველ ნახევარში 1.06 მილიარდი დოლარი შეადგინა.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეს ვართ რეზერვების ადეკვატურობის ზონაში, მაგრამ შესაძლებლობაა შეივსოს რეზერვები და სებ-ი ამას გააკეთებს მხოლოდ ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში.