კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 1.60 მლრდ ლარით (3.50%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.72%-ით გაიზარდა) და ივნისის ბოლოს 47.33 მლრდ ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 633.62 მლნ ლარით (2.50%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 968.12 მლნ ლარით (4.74%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 3.00%-ით).
2023 წლის ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ გაცემული სესხები საქართველოს რეგიონების მიხედვით ასეთია:
თბილისი - 33.2 მლნ ლარი
აჭარა - 4.3 მლნ ლარი
იმერეთი - 2.7 მლნ ლარი
კახეთი - 1.8 მლნ ლარი
ქვემო ქართლი - 1.6 მლნ ლარი
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1.2 მლნ ლარი
შიდა ქართლი - 1.2 მლნ ლარი
სამცხე-ჯავახეთი - 717 ათასი ლარი
გურია - 492 ათასი ლარი
მცხეთა-მთიანეთი - 117 ათასი ლარი
რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40 ათასი ლარი