„საქართველოს რკინიგზამ“ 45 ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლის შესაძენად 350 მილიონი დოლარის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვას მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი თანაბრად, 175-175 მილიონი დოლარით აფინანსებენ. პროექტი ახალი ელმავლების ტექნიკური მომსახურებისთვის ხაშურში დეპოს მშენებლობასაც ითვალისწინებს.
კომპანიის ინფორმაციით, ახალი ელმავლები მოძველებულ პარკს ჩაანაცვლებს და სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობას გაზრდის.