"ერთ-ერთმა წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ "სტანდარდ ენდ ფუარსმა" უცვლელად დატოვა ჩვენი რეიტინგი და განსაკუთრებით, პერსპექტივა, სტაბილური პერსპექტივა. და ეს დღესდღეობით არ არის ხშირი შემთხვევა მსოფლიოში, მართლაც გლობალური გამოწვევები მაღალ ნიშნულზეა და გაურკვევლობა სუფევს გეოპოლიტიკურად და რეგიონშიც, მათ შორის, და ასეთ დროს საქართველო ინარჩუნებს  სტაბილურობას და ინარჩუნებს მიმზიდველობას ინვესტორებისთვის იმიტომ, რომ ეს პირველ რიგში არის ინდიკატორი ინვესტორებისთვის", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა და ისიც განმარტავს, რას ნიშნავს საერთასორისო რეიტინგების ასეთი მაჩვენებლები.

"ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა კვლავაც არის უსაფრთხო და მიმზიდველი ინვესტიციებისთვის. გვაქვს დაბალი ინფლაცია, თანმიმდევრულად მაღალი, ძლიერი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პოლიტიკა, ეროვნული ბანკის პოლიტიკა, ასეთ დროს ყოველთვის უნდა იყოს დაბალანსებული. ჩვენ ზოგადად, მოწოდებით ვართ უფრო კონსერვატიული ინსტიტუცია, რომელიც ყველა რისკს უნდა ითვალისწინებდეს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გლობალურ რისკებს," - ამბობს ეროვნული ბანკის ახლადდანიშნული პრეზიდენტი ნათია თურნავა.