მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საპროცენტო შემოსავლები 2023 წლის პირველ კვარტალში გაიზარდა. ბაზრის ორი მთავარი მოთამაშის მთლიანმა საპროცენტო შემოსავალმა ჯამში 48.7 მლნ ლარს გადააჭარბა.
„რიკო ექსპრესის“ საპროცენტო შემოსავლებმა 24 372 892 ლარი შეადგინა, ხოლო მისი კონკურენტის „კრისტალის“ - 24 388 697 ლარი.
რაც შეეხება სხვა ფინანსურ მაჩვენებლებს ასე გამოიყურება:
„რიკო ექსპრესი“ : წმინდა მოგება - 13.8 მლნ ლარი; მთლიანი აქტივები - 580 მლნ ლარი; მთლიანი ვალდებულებები - 275 მლნ ლარი; მთლიანი კაპიტალი - 305 მლნ ლარი; მთლიანისაპროცენტო შემოსავლები - 24.4 მლნ ლარი.
„კრისტალი“ : წმინდა მოგება - 1.6 მლნ ლარი; მთლიანი აქტივები - 424 მლნ ლარი; მთლიანივალდებულებები - 347 მლნ ლარი; მთლიანი კაპიტალი - 76.4 მლნ ლარი; მთლიანი საპროცენტოშემოსავლები - 24.4 მლნ ლარი.