ოქტომბერში საქართველოს საგარეო ვალი $201 მილიონით შემცირდა და მან 8.83 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ვალის შემცირებას ორი მთავარი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის პირველია საქართველოს მიერ გასული თვის განმავლობაში სახელმწიფო ვალების დაფარვა, მეორე კი ევროს გაუფასურებაა, რამაც ევროში გამოსახული ვალის მოცულობა შეამცირა (საგარეო ვალის 59% არის ევროში დენომინირებული).

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ყველაზე დიდი მოცულობის - 2.3 მილიარდი დოლარის ვალი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიმართ მართებს, რადგანაც ADB ამჟამად არის უმსხვილესი დონორი, რომელიც ქვეყანაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს. მეორე ადგილზეა $2.15 მილიარდით მსოფლიო ბანკი, ხოლო მესამეზე ევროპის საინვესტიციო ბანკი 1.1 მილიარდი დოლარის საგარეო ვალით.

საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით კრედიტორების მიხედვით:

კრედიტორი ვალის ნაშთი 2024 წლის ოქტომბერში მლნ დოლარი ზრდა/კლება წინა თვესთან მლნ დოლარი
აზიის განვითარების ბანკი (ADB) $2,307 -$55
მსოფლიო ბანკი $2,149 -$28
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) $1,110 -$39
საფრანგეთი (AFD) $790 -$24
გერმანია (KFW) $601 -$16
ევრობონდი $500 $0
ეროვნული ბანკის ვალი IMF-ის მიმართ $379 -$7
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) $222 -$7
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) $214 -$5
მთავრობის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ (IMF) $196 -$4
ევროკავშირი (EU) $144 -$4
იაპონია $123 -$8
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) $36 -$1
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) $15 $0
ავსტრია $11 -$1
ქუვეითი $10 -$1
რუსეთი $8 $0
ამერიკის შეერთებული შტატები $7 -$1
თურქეთი $2.2 $0
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) $1.8 $0
ყაზახეთი $1.3 $0
აზერბაიჯანი $1.2 $0
სომხეთი $1.0 $0
ირანი $0.8 $0